ფეხბურთი

13:43 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დერ ზაქარიანი: “ჯაბა კანკავას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”

ფრანგული “რეიმსის” ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ბოლო დროს მისი გუნდის შემადგენლობაში არ ჩანს. ითქვა, რომ მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა როგორც ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიშელ დერ ზაქარიანმა ბრძანა, ასე არაა.

“კანკავას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და სათამაშოდ მზად არაა. ტრავმა? – არა, იგი ტრავმირებული არ გახლავთ”, - თქვა ზაქარიანმა.

ჯაბა კანკავა მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 7-ჯერ გამოჩნდა. აქედან 6-ჯერ “რეიმსის”, ერთხელ კი, საქართველოს ნაკრების რიგებში. მანამდე კარგა ხანს იუქმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

0.132558