ფეხბურთი

12:51 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონკაკაფის ექსპრეზიდენტი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს

კონკაკაფის ყოფილ პრეზიდენტს ალფრედო ჰავიტს, ასევე ჰონდურასის ექსპრეზიდენტს და ბოლო წლებში ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ თავკაცს რაფაელ კალეხასს ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ. როგორც ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ.

ჰავიტს და კალეხასს ფიფას ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მექრთამეობაში, ფინანსურ მაქინაციებში და გამომძალველობაში დასდეს ბრალი და ორივე მათგანი დაკავებულია. ყოფილმა ჩინოვნიკებმა ბრალიც აღიარეს. კერძოდ, გაირკვა, რომ კალეხასმა ფიფას მარკეტინგისა და ტელემაუწყებლობის კომისიაში მუშაობის პერიოდში, ქრთამის სახით საერთო ჯამში 1,6 მილიონი დოლარი მიიღო.

კალეხასის სასამართლო პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში დამდეგი წლის 27 იანვარს გაიმართება, ხოლო ჰავიტს 24 მარტს გაასამართლებენ.

0.096678