სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები’’ ახალი ლეგიონერის დამატებას აპირებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
მიმდინარე სეზონში ლეგიონერების მხრივ ,,მგზავრებს’’ ნამდვილად არ უმართლებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდი სხვადასხვა მიზეზით სამმა ლეგიონერმა დევინ ფოსტერმა, კალებ კრეიტონმა და ზაქარი რეინოლდსმა დატოვეს. ამჟამად ,,მგზავრებში’’ სამი ლეგიონერი თამაშობს: ცენტრალური თავდამსხმელი რეჯინალდ მერფი და უკანახაზელები დერნელ ტეილორი და ბრენდონ პიტერსი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, სუპერლიგის მონაწილე გუნდებს აქვთ უფლება მაქსიმუმ ოთხი ლეგიონერი ჰყავდეთ გუნდში.