ავტოსპორტი

1:41 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ ფ1-ის ახალი მანქანის ჩვენების დრო დანიშნა

„ფერარი“ ფორმულა ერთის პირველი გუნდა, რომელმაც მომავალი სეზონის სარბოლო ავტომობილის პირველი ჩვენების თარიღი გამოაცხადა. მარანელოელთა ახალ იმედს 24 თებერვალს ვიხილავთ. წარდგენა ფიორანოს ტრეკზე გაიმართება, სადაც ახალი ბოლიდი თავის პირველ კილომეტრებსაც გაივლის.

იტალიურმა გუნდმა ეს ინფორმაცია მედიასთან წინასაშობაო შეხვედრის დროს გამოაცხადა. ასევე ითქვა, რომ „ფერარი“ სარეკლამო რგოლების გადაღების ორივე უფლებას ფიორანოშივე გამოიყენებს.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სარბოლო მანქანა ტრასაზე პირველად ბარსელონას წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე სამი დღით ადრე დადგება.

მედასთან შეხვედრაზე გუნდმა ასევე განცხადა, რომ ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის პროექტს ნუმერაციით (668) მოიხსენიებენ, თუმცა რბოლებში ის სხვა სახელით გამოვა.

0.089386