კალათბურთი

12:21 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრებმა“ კრეიტონი დაითხოვა

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრებმა’’ ამერიკელი ლეგიონერი კალებ კრეიტონი(15.02.94, 190) დაითხოვა. ამის შესახებ worldsport.gs-ს ,,მგზავრების’’ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.

,,კრეიტონმა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო, რომლის შედეგაც ფორმაში შესვლა ვეღარ მოახერხა და ეს გახდა მასთან ჩვენი განშორების მიზეზი’’,- გვითხრა შანიძემ.

მიმდინარე სეზონში ,,მგზავრებს’’ ლეგიონერების მხრივ ნამდვილად არ უმართლებს, რადგან კრეიტონამდე გუნდი სხვადასხვა მიზეზით ზაქარია რეინოლდსმა და დევიდ ფოსტერმა დატოვეს.

0.117187