თამაშგარე

11:20 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევა გრინს ჰოკეი იზიდავს

ლამაზთა შორის ულამაზესი და ნარნართა შორის უნარნარესი ცნობილი ამერიკელი მსახიობი ევა გრინი დღეს როგორ იტყვიან წარმატების მწვერვალშია და ერთბაშად იმდენ ფილმზე და როლზეა დამტკიცებული, სხვა ადამიანს მის ადგილზე ალბათ სათვალავიც კი აერეოდა.

ევა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან იანკთა მიწას ამშვენებს, არაფრით ივიწყებს თავის სკანდინავიურ ფესვებს და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ეს ქალბატონი ჰოკეის თავგადაკლული გულშემატკივარია და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, ჰიკეის დარბაზში ხშირად დალანდავთ ხოლმე.

უცნაურობა ისაა, რომ ევა გრინს გამორჩეულად საყვარელი საგულშემატკივრო კლუბი არ ჰყოლია და მისთვის ჰოკეი პირველყოვლისა ლამაზი სანახაობაა. ევა დიდად არ დაგიდევთ ჩემპიონებსა და ვიცე-ჩემპიონებს. როგორც თავად იძახის, მისთვის უმთავრესი სპორტის ამ სახეობის ე.წ. ექშენი და ინტრიგაა.

0.17308