პოლონეთის ექსტრაკლასას მეოცე ტურში როგორც იქნა, ვარშავის “ლეგიას” სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ვაკო ყაზაიშვილი. ჩვენებურმა ლეჩნას “გურნიკის” წინააღმდეგ 73 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. ვაკომ მეხუთე წუთზე ნიკოლიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა (VIDEO). “ლეგიამ” კი, მატჩი დიდი ანგარიშით, 5:0 მოიგო. 20 ტურის თავზე ვარშავული გუნდი 35 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
იქვე, წააგო ლაშა დვალის “შლიონსკმა” საკუთარ მოედანზე “არკასთან” – 0:2. ქართველმა მცველმა ტრადიციულად 90 წუთი გაატარა მოედანზე. “შლიონსკს” 22 ქულა აქვს და მეთორმეტეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის XX ტურში ვენის “რაპიდმა” სტუმრად “ალტახთან” 1:3 წააგო. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, თუმცა წინა ტურისგან განსხვავებით დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა. გიორგი 77-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი 62-ე წუთზე გააფრთხილეს. “რაპიდს” 27 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ისევ წააგო “სევილია 2”-მა. “დალაქებმა” ამჯერზე გასლვაზე “კადისს” ვერ გაუწიეს წინააღმდეგობდა – 1:4. ანდალუზიელთა რიგებში 74-ე წუთიდან ითამაშა გიორგი აბურჯანიამ. როდესაც ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შევიდა ანგარიში უკვე 0:3 იყო. “სევილია 2”-ს 27 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციას იკავებს.