ლა ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
საწყისი 15 წუთი თანაბარი გამოდგა, თუმცა “ბარსელონას” ამ პერიოდში ანგარიშის გახსნა შეეძლო: ლიონელ მესიმ ახლო მანძილიდან დიეგო ლოპესის კარს გარედან გაარტყა ბურთი. მე-18 წუთზე პაბლო პიატიმ შეტევაში დაკარგა ბურთი, რასაც ინიესტას ბრწყინვალე გრძელი გადაცემა მოჰყვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა. შესვენებამდე “ბლაუგრანას” კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ დიეგო ლოპესი საიმედოდ თამაშობდა.
51-ე წუთზე სტუმართა ძირითადი კიპერი დაშავდა და “თუთიყუშების” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რობერტო ხიმენესი ცუდად ჩაერთო თამაშში და შეიძლება ითქვას, რომ ორ გაშვებულ გოლში მას დიდი წვლილი მიუძღვის. 67-ე წუთზე ლიონელ მესიმ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა: მოედნის მოკლე მონაკვეთში 4 ფეხბურთელი გააბითურა, თუმცა დარტყმა აღარ გამოუვიდა და პირდაპირ მეკარის მიმართულებით გაისროლა, მაგრამ ხიმენესმა ბურთი ძალიან ცუდად, ცხვირწინ მოიგერია და ლუის სუარესს ცარიელ კარში შეგორება აღარ გასჭირვებია. სანამ სტუმრები გონს მოვიდოდნენ, ერთ წუთში მესიმ კიდევ ერთხელ გაილაღა, ისევ 4 მოთამაშე ჩამოიშორა და ამჯერად უკვე ხორდი ალბას გაატანინა.
სამი გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები ოდნავ მოეშვნენ, რითაც “ესპანიოლმა” ისარგებლა და ფორვარდის პოზიციაზე მყოფმა დავიდ ლოპესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. თუმცა, კიკე სანჩეს ფლორესის შეგირდებს დიდი ანგარიშით მარცხი მაინც არ ასცდათ: 90-ე წუთზე ლუის სუარესმა და მესიმ დიდებული კომბინაცია გაითამაშეს და არგენტინელმა ხიმენესს ფეხებსშუა გაუძვრინა ბურთი – 4:1.
“ბლაუგრანამ” 34 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილი დაიბრუნა და “რეალს” 3 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ამ ტურში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო არ უთამაშია.
“დეპორტივომ” “რიასორზე” ბოლო ადგილოსანი “ოსასუნა” მიიღო და ფლორინ ანდონეს და რაიან ბაბელის გოლებით მოუგო, ხოლო “ლეგანესმა” “ეიბარს” უმასპინძლა და ქულის მოპოვება მოახერხა. კასტილიური კლუბი 23-ე წუთზე გერერომ დააწინაურა, თუმცა სამ წუთში მეკარე ერერინი გაუძევეს, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე იმოქმედა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბებემ წონასწორობა აღადგინა - 1:1.
ლეგანესი – ეიბარი 1:1 (1:0)
ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, პ.ინსუა, ტიმორი, მარინი, ბუსტინზა, რ.პერესი (ბარიოსი 29), ალბერტო, მაჩისი, გაბრიელი, ომარი (უ.ლოპესი 68), გერერო (ლუსიანო 85).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
ეიბარი (4-2-3-1): იოელი, გალვესი, ლეიუნი, არბილია, ლუნა, დ.გარსია (ადრიანი 46), ესკალანტე, პ.ლეონი, პენია (კიკე 57), ინუი (ბებე 70), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 გერერო (23), 1:1 ბებე (76)
გაფრთხილებები: ტიმორი, მარინი – ინუი, ადრიანი
გაძევება: ერერინი (26)
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
დეპორტივო – ოსასუნა 2:0 (2:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბორგესი, გილერმე, ჩოლაკი, ბაბელი (მ.მორენო 90), ხილი (გამა 72), ანდონე (ხოსელუ 80).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
ოსასუნა (4-2-3-1): ნაუზეტი, დ.გარსია, ი.მარკესი, ბონინი, კლერკი, რ.ტორესი, კაუსიჩი, მერიდა (რივიერი 46), დე ლას კუევასი (კოდრო 72), ბერენგუერი, ს.ლეონი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
გოლები: 1:0 ანდონე (7), 2:0 ბაბელი (42)
გაფრთხილებები: ხუანფრანი – დე ლას კუევასი, ი.მარკესი, კლერკი
მსაჯი: ხოსე სანჩესი
ბარსელონა – ესპანიოლი 4:1 (1:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა, ს.რობერტო, ბუსკეტსი (უმტიტი 74), დ.სუარესი (რაფინია 66), ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი (რ.ხიმენესი 53), დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, კაროსოლი, ხავი ლოპესი, ფუეგო, დიოპი, ხურადო, პიატი (ხოსე ანტონიო რეიესი 79), კაისედო (მელენდო 71), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლები: 1:0, 2:0 ლ.სუარესი (18; 67), 3:0 ალბა (68), 3:1 დავიდ ლოპესი (79), 4:1 მესი (90)
გაფრთხილებები: პიატი, კარისოლი, კაისედო
მსაჯი: მატეუ ლაოსი