ფეხბურთი

19:37 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთში ოთხი გუნდი ეპატიჟება

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიას” თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთში ერთბაშად ოთხი გუნდი ეპატიჯება და ყველა ექსტრაკლასას წარმომადგენელია. ინტერნეტპორტალ wtempie.pl-ს ინფორმაციით, 22 წლის ნიჭიერ შემტევს თავისთან “იაგელონია”, “არკა”, “პიასტი” და კრაკოვის “ვისლა” ეპატიჟებიან.

როგორც წყარო გვამცნობს, მსურველ კლუბს “სამტრედიისთვის” ფეხბურთელის სანაცვლოდ 350 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

თუ ასე მოხდა და ბუდუმ კარიერა პოლონეთში განარგძო, იგი მეხუთე ქართველი ფეხბურთელი იქნება ამ ქვეყნის ლიგაში. მოგეხსენებათ, ამჟამად გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლაში”, ვაკო ყაზაიშვილი “ლეგიაში”, ნიკა ძალამიძე “გურნიკში” და ლაშა დვალი “შლიონსკიში” თამაშობენ.

რაც შეეხებათ, ზსენებულ გუნდებს: “იაგელონია” ლიდერია ექსტრაკლასაში, “არკა” მე-11 ადგილზეა, “ვილსა” მეცხრეზე, ხოლო “პიასტი” მეცამეტე საფეხურზე.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე “სამტრედიაში” 2015 წლიდან თამაშობს და დღემდე იმერული გუნდის მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 34 გოლის გატანა მოახერხა.

0.11501