ფეხბურთი

19:19 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერს პსჟ-ში გადასვლა უნდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ვოლფსბურგის" ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა უნდა. აღნიშნული ინფორმაცია beIN Sports-მა გაავრცელა.

ასევე ცნობილია, ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებულნი არიან "იუვენტუსი" და "არსენალი". "მგლების" ხელმძღვანელობა მზადაა დრაქსლერი გუნდიდან გაუშვან. ასევე, იულიანის თამაშით გულშემატკივრებიც უკმაყოფილონი არიან და მატჩის დროს უსტვნენ ხოლმე.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და შემტევმა ნახევარმცველმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. დრაქსლერის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

0.118007