ჭიდაობა

22:45 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა გეგა გეგეშიძე აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას უახლოესი 4 წლის განმავლობაში გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს. სასტუმრო "რედისონში” დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხმის უფლების მქონე 74 დელეგატი შეიკრიბა. მათ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ფარული კენჭისყრის შემდეგ, გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ფედერაციის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას 24-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ესტატე გოგლიჩიძეს – მხოლოდ 3-მა.

"გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელმა კანდიდატმა მოიგო. მთავარია, რომ საჭიდაო ოჯახმა გაიმარჯვა. ქართული ჭიდაობის წინსვლისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. აღორძინება კი რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ. სიამოვნებით ვითანამშრომლებ მანუჩარ კვირკველიასთან, თუკი მას ამის სურვილი ექნება» - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

0.226173