ფეხბურთი

16:03 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “რეალში” ცუდი ატმოსფერო იყო”

პორტუგალიური “პორტუს” მეკარე იკერ კასილიასი წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ “რეალში” უცნაური გარემო იყო შექმნილი და მან სწორედ ამიტომ დატოვა “სამეფო კლუბი”. ასევე, იკერმა თავის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელობა სურს...

“რეალის” დატოვებაზე 2014 წელს, ლისაბონში მოგებული ფინალის შემდეგ ვფიქრობდი. მაშინ გასახდელში უცნაური ატმოსფერო იყო. თუმცა, საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილება 2015 წლის იანვარ-თებერვალში მივიღე. გარემო უნდა შემეცვალა და “პორტუ” კარგი არჩევანი იყო.

იგივე მოხდა ნაკრებშიც: დავასრულე კარიერა ზედმეტი პრობლემების გამო. რუსეთის მუნდიალზე ვითამაშებდი? არმგონია. ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირში ყველა შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ფინალურ ეტაპზე მწვრთნელმა დავიდ დე ხეა მამჯობინა...

რაც შეეხება ჩემს მომავალს, არავინ იცის, ცხოვრებაში რა მოხდება, მაგრამ მინდა, ბავშვები გავწვრთნა. კარიერას კი, მაშინ დავასრულებ, როდესაც შევამჩნევ, რომ ჩემი სხეული ვერ უზრუნველყოფს მაღალ დონეზე თამაშს”, - თქვა ვეტერანმა მეკარემ.

იკერ კასილიასმა “რეალი” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და მას მერე “პორტუს” კარს იცავს. იგი “დრაკონების” ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.12276