ჭადრაკი

11:49 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოპალოვმა წაგებათა სერია შეწყვიტა

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟთა გრანდიოზური საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ლონდონი მასპინძლობს.

ტურნირზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ერთპიროვნულ ლიდერ უესლი სოსა და გამოკვეთილ აუტსაიდერ ვესელინ ტოპალოვის მონაწილეობით. სო, რომელიც ამჯერად მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ვლადიმირ კრამნიკს ეთამაშებოდა, ყაიმს დასჯერდა. ვერც მეორე ადგილზე მყოფმა ფაბიანო კარუანამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და სომ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

რაც შეეხება აუტსაიდერ ვესელინ ტოპალოვს, რომელსაც ამ ტურამდე მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა, ამჯერად ბულგარელი ანიშ გირს დაუზავდა და დამარცხებათა სერია შეწყვიტა.

VII ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

უესლი სო(აშშ)- ვლადიმირ კრამნიკი(რუსეთი) 0,5:0,5

მაიკლ ადამსი(ინგლისი)- ფაბიანო კარუანა(აშშ) 0,5:0,5

ლევონ არონიანი(სომხეთი)- ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი) 0,5:0,5

ჰიკარუ ნაკამურა(აშშ)- მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი) 1:0

ანიშ გირი(ჰოლანდია)- ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი) 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

1.სო 5,0 ქულა

2.კარუანა 4,5

3-4.კრამნიკი, ნაკამურა 4,0-4,0

5-7.ანანდი, გირი, არონიანი3,5-3,5

8-9. ვაშიე-ლაგრავი, ადამსი3,0-3,0

  1. ტოპალოვი 1,0

VIII ტური:

ნაკამურა- არონიანი

ვაშიე-ლაგრავი- ადამსი

კარუანა- სო

კრამნიკი- გირი

ტოპალოვი-ანანდი

0.119261