ლა ლიგის მე-16 ტურის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო მენდიზოროცაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ალავესმა” “ბეტისი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მთლიანობაში მატჩი თანაბარი გამოდგა. პირველ ნახევარში მასპინძლები გამოიყურებოდნენ უკეთ, ხოლო მეორეში – სტუმრები. შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა: 58-ე წუთზე გაისკა ტოკეროს შესანიშნავი გადაცემა დეივერსონმა შეირგო და ახლო მანძილიდან 3 ქულის მომტანი ბურთი გაიტანა – 1:0.
“ალავესი” 4 მატჩია არ აგებს. ბასკებმა 21 ქულა დააგროვეს და მე-12 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “ბეტისი” 18 ქულით მე-14 საფეხურს იკავებს.
ალავესი – ბეტისი 1:0 (0:0)
ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”
ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, კიკო, მ.ლორენტე, მ.გარსია, კამარასა, იბაი (რ.გარსია 74), ტოკერო (მენდეში 79), დეივერსონი (სანტოსი 92).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო
ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, მანდი, ხ.კარლოსი, დურმისი, ა.მარტინესი (პიცინი 84), დონკი, სებალიოსი, ხოაკინი (პეტროსი 41), სანაბრია (ზოზულია 67), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლი: დეივერსონი (58)
გაფრთხილებები: დეივერსონი, კამარასა, მ.ლორენტე, ტ.ერნანდესი, პაჩეკო, მ.გარსია – სებალიოსი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა