11:04 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო: ტურინი პასუხს ბევრ კითხვას გასცემს

იტალიის სერია A-ს XVII ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება. ტურინში, ერთმანეთს სკუდეტოს ორი მთავარი მაძიებელნი შეხვედებიან ერთმანეთს: “იუვენტუსი” და “რომა”.

ამ წუთის მდგომარეობით, “იუვე” მეტოქეს 4 ქულით უსწრებს და თუ დღეს მოიგებს, ზამთრის შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავა. სხვათა შორის, ტურინულ გრანდს ფრეც ყოფნის, რომ ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდოს. აი, თუ წააგებს, სავარაუდოდ 2017 წელს ლიდერის რანგში “რომა” შეხვდება. მართალია, “იუვეს” ქულით მეტი ექნება, მაგრამ 2016 წლის ბოლო ტურის მატჩს “ბებერი ქალბატონი” გამოტოვებს, რადგან იტალიის სუპერთასზე “მილანს” დოჰაში ეთამაშება. რაც შეეხება დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან თამაშს – “რომას” “იუვენტუს” “სთედიუმზე” არასდროს მოუგია. 3 ქულა ვინ ჩივის, ფრეც არ უთამაშია ერთხელ. დანიელე დე როსის თქმით, უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის დრო მოვიდა. აპენინზე ვისაც აზრი დაეკითხება, ყველა გამოთქვამს თავის მოსაზრებას აღნიშნული მატჩის ირგვლივ. პოლონელი ზბიგნევ ბონიეკი მიიჩნევს, რომ თუ რომაელები ტურინში მოიგებენ, სკუდეტოს დაუფლებასაც შესძლებენ. მოგეხსენებათ, ბონიეკს თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია.

მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება პაულო დიბალა, რომელიც ტრავმის მერე ტურინულ დერბიში დაბრუნდა და მესამე გატანილ გოლში ლომის წილი დაიდო. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა არგენტინელმა სასტარტოში დაიწყოს მატჩი, რადგან მარიო მანჯუკიჩი ჩინებულ ფორმაშია, გონსალო იგუაინი კი, ხელშეუხებელია. თავის მხრივ, “რომა” ბრუნო პერესს მოისაკლისებს, ვინც წინა ტურში “მილანთან” მატჩში დაშავდა. გამოჯანმრთელდა მოჰამედ სალაჰი, მაგრამ ეგვიპტელის თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. სხვა მხრივ ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობითაა თუ არ ჩავთვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ლაზარეთში უკვე კარგა ხანია იმყოფებიან. სხვათა შორის, ბევრი დღევანდელ თამაშს გონსალო იგუაინისა და ედინ ჯეკოს დუელად მიიჩნევს და რა გასაკვირია, ორივე თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

“იუვენტუსისა” და “რომას” დაპირისპირების გამო შეუძლია კარგად ისარგებლოს “მილანმა” და პოზიცია უფრო გაიმყაროს. “როსონერიმ” ერთი კვირის წინ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო რომში და ახლა რეაბილიტირება მართებს. თუმცა, მეტოქე ძლიერია: ბერგამოს “ატალანტა”. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ერთი ხანობა დიდებულად თამაშობდა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილიც გაამარგა. მართალია, ლომბარდიელებმა ბოლო ორი თამაში წააგეს, მაგრამ “ატალანტას” ეს უფრო საშიშს ხდის და ვინჩენცო მონტელას “მილანს” სიფრთხილე და პატივისცემით დამოკიდებულება მართებს. სხვათა შორის, დღეს მონტელა ძირითადში არ უპირებს გამწესებას მბიანე ნიანგს – ფრანგი საშინელ ფორმაშია და ზედიზედ ორი პენალტის გაფუჭებაც კი მოახერხა.

მილანის მეორე სიამაყე, “ინტერი” გასვლაზე “სასულოს” ეთამაშება. რეჯიო ემილიშია ქულების დაგროვება კი, ადვილი სულაც არაა. სხვათა შორის, როდესაც “სასუოლო” სერია ა-ში გადმოვიდა, “ინტერმა” სამი თამაში ძალზე დიდი ანგარიშით მოუგო, მაგრამ იმის მერე ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმაც გამოიბა კუდი და მილანელებს ორჯერ მოუგო. მოკლედ, ვერ ვიტყვით, რომ “ინტერნაციონალეს” ადვილ მეტოქესთან უწევს თამაში. ისე კი, ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ.

მეოთხე ადგილზე მყოფი რომის “ლაციო” ტურის დასკვნით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფლორენციის “ფიორენტინას” მიიღებს. ეს თამაშიც გამორჩეულია, რადგან ორივე გუნდს მაღალი მიზნები აქვთ დასახული. “იებმა” შუა კვირაში მესამე ტურის გადადებული თამაში წააგეს გენუაში, “ჯენოასთან”.

ყურადღების გარეშე არც “ნაპოლისა” და “ტორინოს” მატჩი უნდა დავტოვოთ. მაურიციო სარის გუნდი ბოლო დროს გონზე მოვიდა და ხალისიანად ბურთაობს. ამაზე მოწმობს წინა ტურში, სარდინიაზე, “კალიარის” განდგურება (5:0). “ტორინოს” კი, რომელიც ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს, ქულები ძალიან სჭირდება. სინიშა მიხაილოვიჩის კრებულმა ბოლოს ტურინული დერბი წააგო და ხასიათს გამოიკეთებს, “სან პაოლოზე” თუ მოიგებს. ისე, სტატისტიკურად, “ტორინოს” ნეაპოლში თამაში ძალიან, ძალიან უძნელდება ხოლმე...

ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ ტური დღეს, “ემპოლისა” და “კალიარის” მატჩით გაიხსნება. იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ ქართველი ლევან მჭედლიძე.

“ემპოლი” – “კალიარი”

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

17 დეკემბერი, 18:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ბელისკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსიე, კროჩე; საპონარა; მაკარონე, მჭედლიძე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პისაჩენე; დესენა, ტაკჩიდისი, პადოინი; ფარიასი; მელკიორი, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“მილანი” – “ატალანატა”

მილანი, “სან სირო”

17 დეკემბერი, 21:00 საათი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რონალიოლი, ანტონელი; კუცკა, ბერტოლაჩო, პაშალიჩი; სუსო, ლაპადულა, ბონავენტურა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, კალდარა; კონტი, კურტიჩი, კესიე, გალიარდინი, სპინაცოლა; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: დავიდე მასა

“იუვენტუსი” – “რომა”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

17 დეკემბერი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო, სტურარო; პაინიჩი; მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი; დე როსი, სტროტმანი; პეროტი, ნაინგოლანი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“სასუოლო” – “ინტერი”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

18 დეკემბერი, 15:30 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, ანტეი, აჩერბი, დელ’ორკო, მაციტელი, სენსი, მისიროლი; რიჩი, დეფრელი, რაგუზა

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ინტერი” (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო; კანდრევა, ბროზოვიჩი, ფელიპე მელო, ანსალდი; ჟოაო მარიო; პერიშიჩი, იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კიევო” – “სამპდორია”

ვერონა, “ბენტეგოდი”

18 დეკემბერი, 18:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი, კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ნაპოლი” – “ტორინო”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

18 დეკემბერი, 18:00 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, მაკსიმოვიჩი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“პესკარა” – “ბოლონია”

პესკარა, “ადრიატიკო”

18 დეკემბერი, 18:00 საათი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, კამპანიარო, გიომბერი, ბირაგი; მემუშაი, ბრუგმანი, ვერე; ბენალი, კაპრარი; მანაი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, ვივიანი, დზემაილი; მუნირი, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“უდინეზე” – “კროტონე”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

18 დეკემბერი, 18:00 საათი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, ვაგუე, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი, ჰალფრედსონი; დე პაული, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი, კრისეტიჯი, ბარბერისი, პალადინო; ფალჩინელი, ტროტა

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

მსაჯი: ლუკა საკი

“ჯენოა” – “პალერმო”

გენუა, “მარასი”

18 დეკემბერი, 23:45 საათი

“ჯენოა” (3-4-2-1): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, ოკამპოსი; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი; ჩიონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი; რისპოლი, ბრუნო ენრიკე, გაცი, ალეესამი; დიამანტი, ქუაისონი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ლაციო” – “ფიორენტინა”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

18 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლაციო” (3-5-2): მარკეტი; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; ფელიპე ანდერსონი, კატალდი, ბილია, მინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; იმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი, მილიკი; ბორხა ვალერო, ვესინო; ტელო, ილიჩიჩი, ბერნარდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
0.110953