საქართველოს სამგზის ჩემპიონი და დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობას აძლიერებს. ამიერიდან ქუთათურთა ღირსებას 25 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე დაიცავს. ამის შესახებ საბანაძის ყოფილი გუნდის, “მერანის” ვებგვერდი გვამცნობს.
ნიკა საბანაძისთვის “ტორპედო” ნაცნობი ადგილია – სწორედ აქედან გაიცნო იგი საფეხბურთო საზოგადოებამ. ქუთაისში ქართველი ფორვარდი 2010-2014 და 2015 წლებში თამაშობდა. მის კარიერაში ასევე იყო “ზესტაფონი”, თბილისის “დინამო”, “საბურთალო” და კვიპროსული “ეთნიკოსი”. რაც შეეხება “მერანს”, მარტვილში მან ბოლო წელიწადნახევარი ითამაშა და 38 თამაშში 15 გოლის გატანა შესძლო.
Worldsport.ge ცოტა ხნის წინაც წერდა, რომ საბანაძე “მერანს” ტოვებდა. მაშინ ორი ვარიანტი იყო, “ლოკომოტივი” და “ტორპედო”. როგორც აღმოჩნდა, იმერლებმა უფრო მეტად მოიწადინეს საბანაძესთან თანამშრომლობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იძახდნენ რომ ამ ერთალიგას ამხანაგურები უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამხანაგურები მაინც იმართება
ესპანეთი ერთალიგის ჩემპიონია, და რატო არ შეიძლია გავიდეს ეგრევე ევროპაზე
პროსტა ამ ბობოლებისთვის ეს ერთა ლიგა მაგარი უაზრობაა, ნახევარი ძალით ეთამაშებიან ერთმანეთს, მაინც ამხანაგური გამოდის
და ის ბობოლები თუ თავის ჯგუფებიდან გასულები არიან, მაშინ რაღა მოტივაცია ექნებათ, ჩატოვონ და არ გაუშვან ესპანეთი ევროპაზე და ამით ერთ კონკურენტს აიცილებენ თავიდან?
კითხვისნიშნით დავამთავრე იმიტომ რომ არ ვიცი სწორეა თუ არა რაც დავწერე
არა, არაა ეგრე. ვინც შესარჩევიდან გავა ევროპაზე, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ერთა ლიგის პლეიოფებში, მომდევნო ვერგასულები ითამაშებენ პლეიოფს და საერთოდაც შესაძლოა ა დივიზიონიდან არც იყოს არც ერთი გუნდი თუ ყველა გავიდა შესარჩევიდან
ჩვენს შემთხვევაშიც, ხო საბერძნეთს და თუქრქეთს ვეთამაშებით წესით, მაგრამ ეგენი თუ შესარჩევიდან გავიდნენ, სხვებთან მოგვიწევს თამაში. ასე, რომ მგონი ჯობს მაგათ ვუბალეშიკოთ, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, კოსოვო და ლუქსემბურგი არიან მეორე ადგილოსნები
))
ესეიგი ჩვენი ჯგუფიდან თუ ვერ გავიდა, ისევ ერთალიგის პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას, ანუ თავისნაირ ბობოლებს დაეტაკება
რა უაზრო წესია ამ შემთხვევაში, ერთალიგა მოიგო და მაინც არაფერი იცვლება ამათთვის