რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის სერია A-დან “ინტერნასიონალი” გავარდა – ეს პირველი დავქეითება იყო ბელუ ორიზონტული გუნდის ისტორიაში ქვედა ლიგაში. საინტერესოა, გავიგოთ თუ რამდენი კლუბი არაა არასდროს გავარდნილი ამა თუ იმ ქვეყნის უმაღლესი დივიზიონიდან... რადგან “ინტერნასიონალი” ვახსენეთ, დავიწყოთ ბრაზილიიდან:
“კრუზეირო” – ერთადერთი ბრაზილიური გუნდი, რომელსაც სეზონში ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული: 2003 წელს მან ბრაზილიის ჩემპიონატი, თასი და შტატის ჩემპიონატი მოიგო. “კრუზეირო” ქვედა ლიგაში არასდროს გავარდნილა.
“ფლამენგო” – რიო დე ჟანეიროს გუნდს ყველაზე დიდი ქომაგთა არმია ჰყავს სამშობლოში (35 მილიონამდე გულშემატკივარი). თავის ისტორიაში “ფლამ” 33-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ კოპა ლიბერტადორესი.
“სანტოსი” – პელეს გუნდს ბრაზილიის ჩემპიონობა 22-ჯერ მოუპოვებია, ხოლო 3-ჯერ მოიგო კოპა ლიბერტადორესი. “სანტოსიც” ჯერ არ გავარდნილა.
“სან პაულუ” – “სან პაულუს” სამშობლოში 27 მილიონამდე ქომაგი ჰყავს და ამ მხრივ მესამეა. ქვეყნის ჩემპიონი 21-ჯერ გამხდარა “სან პაულუ”, 3 გზის ლიბერტადორესის თასი მოიგო, ხოლო ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
არგენტინა
“ბოკა ხუნიორსი” – “ბოკა” ერთადერთია არგენტინაში, რომელსაც მთავარი ლიგა არასდროს დაუტოვებია. დედაქალაქურმა კლუბმა შიდა ჩემპიონატი 31-ჯერ მოიგო, ხოლო ლიბერტადორესის თასზე გამარჯვება 6-ჯერ მოიპოვა.
ჩილე
“კოლო კოლო” – ჩილეს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი პირველი დივიზიონიდან არ გავარდნილა. “კოლო კოლო” ჩილეს ჩემპიონი 31-ჯერ გახდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი, 1991 წელს მიაღწია, როდესაც კოპა ლიბერტადორესი მოიგო.
ეკვადორი
“ბარსელონა” – ეკვადორში საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” 1925 წელს დაარსდა და თითქმის საუკუნოვან ისტორიაში ქვედა ლიგის გემო არ გაუსინჯავს. ეს კლუბი ეკვადორის ჩემპიონი 14-ჯერაა, ხოლო ორჯერ კოპა ლიბერტადორესის ფინალში წააგო.
ურუგვაი
“ნასიონალი” – მონტევიდეოს “ნასიონალიც” არასდროს დაქვეითებულა. ჩემპიონის 41 ტიტული, 3 ლიბერტადორესის თასი და ამდენივე საკონტინტეთაშორისო თასი - ასეთია “ნასიონალის” მონაგარი.
“პენიაროლი” – თუ ურუგვაიზე და “ნასიონალზე” ვსაუბრობთ, იქ “პენიაროლიც” უნდა ვახსენოთ. მონტევიდეოს კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ასევე არ გავარდნილა. “პენიაროლს” ურუგვაის 45 საჩემპიონო ტიტული, 5 ლიბერტადორესის თასი და 3 საკონტინტეთაშორისო თასი აქვს.
შოტლანდია
“აბერდინი” – სამხრეთამერიკიდან ევროპაში გადმოვინაცვლოთ. შოტლანდიაში “აბერდინს” დიდი ისტორია აქვს. ამ გუნდს ერთი პერიოდი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. “აბერდინი” თავის 113 წლიან ისტორიაში არასდროს გავარდნილა. ქვეყნის ჩემპიონობა კი, ოთხჯერ მოიპოვა.
“სელტიკი” – “სელტიკი” არის კიდევ ერთი სქოთური გუნდი, რომელზეც იგივეს თქმა შეგვიძლია. გლაზგოელებს ქვეყნის ჩემპიონის 47 ტიტული აქვთ მოპოვებული, ერთხელ კი, ჩემპიონთა თასიც მოიგეს.
ჰოლანდია
“აიაქსი” – რა გასაკვირია, რომ “აიაქსს” ერედივიზიონი ჯერაც არ დაუტოვებია. ამსტერდამულმა გრანდმა ჰოლანდიის ჩემპიონატი 33-ჯერ მოიგო, 18-ჯერ ქვეყნის თასი, ხოლო 8-ჯერ სუპერთასი. “აიაქსს” 4 გზის ჩემპიონთა თასიც აქვს მოგებული და მსოფლიოში სახელგანთქმული საფეხბურთო სკოლა აქვს.
“ფეიენოორდი” – როტერდამის “ფეიენოორდი” 1908 წელს დაარსდა და მას შემდოგმ ყოველთვის ჰოლანდიურ ელიტაშია. ქვეყნის ჩემპიონის 14 ტიტული, 1 ჩემპიონთა თასი და ერთიც საკონტინტეთაშორისო თასი მოუგია.
“პსვ ეინდჰოვენი” – პსვ-მ 1988 წელს ისტორიული ჰეთ-თრიქი შეასრულა. სწორედ ამ დროს მოიგეს “ფილიპსელებმა” ისტორიული ტიტული: ჩემპიონთა თასი. “ეინდჰოვენი” ჰოლანდიის ჩემპიონი 23-ჯერ გამხდარა.
“უტრეხტი” – ბევრისთვის გასაკვირად ერედივიზონი არასდროს დაუტოვებია “უტრეხტს”. 1970 წელს შექმნილ კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა არ მოუპოვებია, მაგრამ სამჯერ მოიგო ჰოლანდიის თასი და ერთხელ სუპერთასი.
თურქეთი
“ბეშიქთაში” – თურქეთის მთავარი ლიგიდან სამი სტამბულური გუნდი არ გავარდნილა. ერთ-ერთია “ბეშიქთაში”. “არწივებს” ქვეყნის ჩემპონობა 14-ჯერ უზეიმიათ, 9 გზის მოიგეს თასი და რვაჯერ სუპერთასი.
“ფენერბაჰჩე” – მათ რიგებშია “ფენერბაჰჩეც” – “ფენერმა” ქვეყნის ჩემპიონობა 19-ჯერ მოიპოვა, ქვეყნის თასი ექვსჯერ, ხოლო სუპერთასი ცხრაჯერ.
“გალათასარაი” – და რა თქმა უნდა, “გალათასარაი”, თურქეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. 20 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 15 სუპერთასი, 17 ქვეყნის თასი, ერთი უეფას თასი და ამდენივე ევროპის სუპერთასი.
საბერძნეთი
“ოლიმპიაკოსი” – ეს, ის გუნდია, რომელიც საბერძნეთში ყველაზე პოპულარულია და ტიტულოვანიც. პირეოსელები რა თქმა უნდა, არასდროს გავარდნილან. ტიტულებს რაც შეეხება – 43 ქვეყნის ჩემპიონობა, 27 თასი და 3 სუპერთასი.
“პანათინაიკოსი” – “ოლიმპიაკოსის” შემდეგ მოდის “პანათანაიკოსი”: 20 ჩემპიონობა, 18 თასი და 3 სუპერთასი.
“პაოკი” – საბერძნეთის ელიტარული ლიგა არასდროს დაუტოვებია არც სალონიკის “პაოკს” – ტიტულების მხრივ კი, ამ გუნდის მონაგარი მოკრძალებულია: 4 საბერძნეთის თასი და 2 ჩემპიონობა.
გერმანია
“ჰამბურგი” – ეს კლუბი 1887 წელს დააარსდა და დღემდე ერთადერთი გერმანული გუნდია, რომელიც არ გავარდნილა. “ჰამბურგმა” 6-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა თასი. სხვათა შორის, დიდი ისტორიის მქონე გუნდი მიმდინარე სეზონს ძალიან ცუდად ატარებს და გავარდნის რეალური კანდიდატია...
პორტუგალია
“ბენფიკა” – პორტუგალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიც ჯერ არ დაქვეითებულა. “ბენფიკას” ჩემპიონატი 35-ჯერ მოუგია, 22-ჯერ თასი, 7-ჯერ ლიგის თასი, 5-ჯერ კი, ქვეყნის სუპერთასი. “ბენფიკა” ევროასპარეზზეც წარმატებულია: 2-ჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო, თუმცა ევროტურნირების ფინალში შვიდჯერ უთამაშია.
“პორტუ” – იგივე გვეთქმის “პორტუზეც” – თუმცა, “დრაკონები” “ბენფიკას” ტიტულებით ჩამოუვარდებიან: 27 ჩემპიონობა, 20 სუპერთასი, 2 ჩემპიონთა თასი და 2 უეფას თასი.
“სპორტინგი” – ამავე სიაშია მესამე პორტუგალიური მონსტრი “სპორტინგი” – ლისაბონურმა გუნდმა 1902 წლიდან დღემდე მოახერხა და არ გავარდა. 18-ჯერ გახდა ჩემპიონი, 16-ჯერ თასი მოიგო, 8-ჯერ სუპერთასი და ერთხელ თასების თასი.
ესპანეთი
“ატლეტიკი” – ბილბაოს “ატლეტიკი” ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელსაც პრიმერადივიზიონი არასდროს დაუტოვებია. ბასკურ გუნდს ტიტულების არ კალია: 8 ესპანეთის ჩემპიონობა, 23 კოპა დელ რეი, და 2 ესპანეთის სუპერთასი.
“ბარსელონა” – სიაშია რაღა თქმა უნდა, “ბარსლეონაც”. კატალონური გრანდი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 24 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 28 კოპა დელ რეი, 12 ესპანეთის სუპერთასი, 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 თასების თასი, 5 ევროპის სუპერთასი, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა.
“რეალი” – არც მადრიდის “რეალი” გავარდნილა ოდესმე პრიმერადან. “სამეფო კლუბმა” ესპანეთის ჩემპიონატი 32-ჯერ მოიგო, 19-ჯერ ქვეყნის თასი, 9-ჯერ სუპერთასი. რაც შეეხება ევროასპარეზსს: 11 ჩემპიონთა ლიგა, 1 საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, 3 საკონტინტეთაშორისო თასი, 2 უეფას თასი და 3 ევროპის სუპერთასი.
იტალია
“ინტერი” – მილანის “ინტერნაციონალე” ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც სერია ა-დან არასდროს გავარდნილა. ლომბარდიული გრანდი 1908 წელს შეიქმნა და მას შემდგომ 18-ჯერ მოიგო სკუდეტო, 7-ჯერ კოპა იტალია, 5-ჯერ იტალიის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას თასი, ამდენჯერვე ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ საკონტინტეთაშორისო თასი. “ინტერმა” 2010 წელს ჰეთ-თრიქი შეასრულა.
რაც შეეხება საქართველოს – ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ლიგა დაარსების დღიდან დღემდე ერთადერთ გუნდს არ დაუტოვებია: თბილისის “დინამოს”. ჩვენი ქვეყნის ყველზე ტიტულოვანი გუნდის ანგარიშზე შემდეგი ტიტულებია: საქართველოს ჩემპიონი 16, საქართველოს თასი – 13, საქართველოს სუპერთასი – 7, თასების თასი – 1, სსრკ ჩემპიონი – 2, სსრკ თასი – 2, დსთ-ს თასი – 1.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბურჯანია გამოიძახეთ საყრდენზე.
ზდაროვა სასტავს
კობახიძე ათამაშონ მარჯვენა მცველად
გეგეჭკორი დაჭირდება ნაკრებს
ვინც გინდათ მეკამათეთ ჩვენი ნაკრების ჭკუა ანანიძეა და ჯიგარი ოქრიაშვილი, დანარჩენი პარალიზებული კიდურები.
ანანიძე არ იქნება და უჭკუოდ ვითამაშებთ, ოქრი არ იქნება და უჯიგროდ..
თუ არცერთი არ იქნება ნებისმიერი პარაოლიმპიური ნაკრები მოგვიგებს ფეხბურთში, თუნდაც უზბეკეთის ქალთა საკალათბურთო პარაოლიმპიური გუნდი.
რო მოინდომო ქე შეიძლება თემის გავრცობა, კუჭაშლილი ნაწლავები და აშ. DDDDDDDDDDDDD
მალე დომინოს სტავჩიკები მოგვიგებს
სტუმრად დაგვრჩა თამაშები ავსტრიაში და სერბეთში. ორივეგან ღრმა და საფუძვლიანი ოყნა არ აგვცდება
შინ კი ირლანდიელებს და ვალიელებს ვიღებთ და იმედია ჩვენს თესლურ საფეხბურთო იმიჯს გავამართლებთ - ერთერთის ჯგუფში ჩატოვების მთავარი მიზეზი გავხდებით 

იმედია მაგის შნო ჯერ კიდევ შეგვრჩა.
ჰო აი ეგ მგონია რო უელსს გავამწარებთ DDDDDDDDDDDDDDD
შოტლანდიას ჩავტოვებთ ისევ
ოღონდ სემდეგ შესარჩევში
აუ შენ რაებს ჩითავ კორბენ--ფორმაშია კასპიშეეეეეეეეეეე
უელსი იქნება ჩვენი ბულკი.DDD
ვაახ კბილების დაკრეჭვა გისწავლია საღოლ

თემა რ მაინტერესებს
ზემოთ ფეიბუკსზე ვიღაცა რა მაგარ რამეს წერს
)))) რაღა დროს კანკავა და დაუშვილიაო. გაგნებაში თუა რას ნიშნავს საყრდენი ნახევარმცველი? კანკავა და დაუშვილი ნაღდი საყრდენები არიან. გვილია კვეკვესკირი და აბურჯანია კიდე 8 ნომრები წინ თამაშობენ საყრდენების წინ.
ჯაბა ლიპარტიას რატომ არ განიხილავთ ნაკრების კანდიდატად . მითუმეტეს ეხლა ამდენი ნახევარმცველი რომ გვყავს ტრამვირებული. არ შეიძლება მისცენ შანსი, მეტი რა დაამტკიცოს რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს , ხან სასტავს თამაშობს ხან კიდევ შემოყავთ ხოლმე. ვაის ცოტა აზე მოდი.
სამწუხაროდ ლიპარტია არ არის სანაკრებო დონის ფეხბურთელი... და ეს ვაისის ბრალი არ არის.
ჯაბა ლიპარტია გვაკლია ეხლა კიდე. დღესაც ვიტ ჯორჯიელია ჩემს თვალში. მისხალითაც ვერ აიწია მისი სათამაშო კლასი.
=1 ერგრეა
უკრაინის ჩემპიონატში ჩაწყობით ათამაშებდნენ?
წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია? უკრაინაში თამაში არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის სათამაშო კლასი და ტექნიკური არსენალი მომატებული აქვს.
სათამაშო კლასი თუ არ აიწია,როგორ აჩერებდნენ უკრაინაში??? ან ანჟიმ როგორ აიყვანა? შენი აზრით ბევრი ქართველი მოხვდება ანჟიში? ვერ ხედავ სად მიდიან და რა გუნდები აქვთ სანატრელი???
ბეზაქარია ბეგლარიშვილს, რატო არ ათამაშებს ძირითადის კაცია თან ამ სეზონში უკვე 12 გოლი თხარა.
მართალია
მას მიეცა შანსი, არაფერი განსხვავებული არ გაუკეთებია... მეც დიდ პატივს ვცემ და მომწონს ზაქარია, მაგრამ ესტონეთის ლიგა არ არის სერიოზული არანაირად...
მე ძალიან ბგულშემატკივრობ. რამოდენიმე თაქმაში ვნახე და მაგრად დამევასა ის იყომარა ბევრ ნაკრების სასტავს. ბაზარი არა დაბალი ლიგაა მაგარა ვაბშე უთამაშებლობას და სკამს ჯობია
სულ არაა ესე ცუდად საქმე, ჩემი აზრით 4 ქულას ავიღებთ.
კი და ჯგუფიდანაც გავალთ..)))
ეგრეა
არარი ხალხო ეს ფეხბურთი ჩვენი სპორტი
ისე საინტერესოა ნავალოვსკმა ტრავმა რომ მიიღოს ან კიდე დისკვალიფიკაცია მაგის ადგილას ვის ვათამაშებთ?
ჯერ არვიცი მარა სამომავლოდ ალბათ ლაკვეხელიანი.
მჟავანაძეს ან ხიზანიშვილს
ხო

ცოტათი ძნეეეელიააააა ♪♪
ამდენი წაგებების პოლიტიკოსივით გამართლებაც მიგემატებიათ სათაურში DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
და ამ ყველაფერს დამატებული
მწვრტენლი-პიტალო.
მოკლედ 100% 2-იანი. თანაც გაკეთებული თამაში, თვითონ ესენი გამაზავენ თავის წაგებაზე
მარტპ ჩXაკვეტაძე კი არა კიდევ მინიმუმ 3-4 უნდა დამოიძახოს ახალგაზრდულიდან ! ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ეხლა უნდა მაგათ მიხედვა თანაც "ძირითადებზე" ბევრად ნაკლებიც არ არიან და ზოგიერთებს ჯობნიან კიდევაც !
და საიდან მოიტანე რომ ჯობიან? სხვა U19 გუნდებს რომ ეთამაშეს მაგიტომ?...
მგონი ზოგი ფეხბურთის გარკვევაში არ არიან...
რაჯობია ამათი თამაშის ყურებას DD მწვრთნელიც მაგარი გვყავს მლადიმერ ვაი ვაისი...
სასწაული პროგნოზები გაქვთ ამ ჟურნალისტებს
Dრატომ უნდა გამოიძახოს ჩაკვეტაძე??ჯერ მას 21 წლამდელებში აქვს დასამტკიცებელი მაგ ნაკრებს კარგი შანსი აქვთ ჯგუფიდან გასვლის და ჯობია ეგ ლაკვეხელიანი კუცია და კიდევ რამოდენიმე 21 წლამდელებში ვიხილოთ...დაუშვილს რატომ თვლით სანაკრებო კაცად შეგიძლიათ მითხრათ??აბურჯანიამ ასე თუ ისე დაიწყო თამაშიდა დაუშვილი განაცხადშიც არ არის საჭირო...იმედი მაქვს ოქრის მაინც გამოიძახებენ და ერთი 20 წუთი მაინც შეძლებს თამაშს ეგ რო მოედანზეა სულ სხვა ნაკრებია...კარებში რევიშვილი უდავოდ სათამაშო პრაკტიკაც აქვს და ამ მომენტში ალტენრნატივაც არ გვაქვს(ლორიამ ახლა დაიწყო ვარჯიში და მაკარიძემ ჯერ არიცის სად წავა ამიტო არც ათამაშებენ)ნუ დაცვის ცენტრში ყველაზე კარგად გვაქვს საქმე ორივე ლიდერი თავის დონეზეა პლიუს ჯიმიც მაგრად ათამაშდა...ფლანგებზე კაკაბა და ნავალა ალბათ ვნახოთ...კვეკვე და კანკავა(შეიძლება როცა უკლუბოდაა ნაკრებში თამაში??)ჯანო მაინც ასე თუ ისე ფორმაშია და ალბათ დააყენებს და მეოთხე ნახევარმცველად აბუს დავაყენებდი....წინ კი ორ მოძრავ ფეხბურთელს ვაკოს და ჭანტურას...ამ ყველაფერს დღევანდელი მდგომარეობიდან ვწერ თორე ყველა რომ გვყავდეს ბევრად სხვა შემადგენლობა იქნებოდა...ისე არაბიძესაც 21წლამდელებში გამოვიძახებდი კარგი შანსი აქვთ გასვლის და იქნებ უკეთესიც იყოს არაბა იქ
კაკაბაძეს რაუნდა ნაკრებსი თუ ძმახარ ლობჟანიძე რომ გაგვიხდა სანატრელი დაგავიწყდა?
)))
აბაDDDDDDDD
საერთოთ არ გავიდნენ მოედანზე 3-0 მაინც ჩაგვითვლიან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი 6 -0 მოგვიგებენ
+1