“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ გუნდთან სეზონის ბოლოს, შესაძლოა, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს, რაშიც გამთამაშებელი 207 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. კარის კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და როგორც ჩანს, მომდევნო სეზონიდან კალათბურთელს ისევ ოკლენდელთა რიგებში ვიხილავთ.
კარის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ დოლარს შეადგენს. სტეფი ორჯერ გახდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო გუნდთან ერთად 2015 წელს ნბა-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო.