კალათბურთი

12:30 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” ფინიქსში იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ფინიქსი” შინ “სან ანტონიოსთან” 92:107 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 33:21 მოიგეს. ყველაზე მეტი, 18-18 ქულა პო გასოლმა და კავაი ლეონარდმა ჩააგდეს. “სან ანტონიო” 21 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

უხვქულიანი შეხვედრა გამოვიდა დენვერში, სადაც “დენვერ ნაგეტსმა” “პორტლენდი” 132:120 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ “დენვერი” 18 ქულას იგებდა, რისი აღმოფხვრაც პორტლენდელებმა ვეღარ მოახერხეს. “დენვერმა” გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიგო, 8 კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი, 27 ქულა დანილო გალინარის ანგარიშზეა. პორტლენდში 40 ქულითა და 10 პასით დემიენ ლილარდი გამოირჩა.

“მილუოკი ბაქსი” – “ჩიკაგო” 108:97 (30:18, 34:27, 24:21, 20:31)

https://www.youtube.com/watch?v=iqHUzFheS7c

“ნიუ ორლეანი” – “ინდიანა” 102:95 (24:20, 22:30, 25:24, 31:21)

https://www.youtube.com/watch?v=4ZvdjKvBtH8

“დენვერი” – “პორტლენდი” 132:120 (38:28, 36:28, 26:29, 32:35)

https://www.youtube.com/watch?v=cbXR-lmxeW0

“ფინიქსი” – “სან ანტონიო” 92:107 (20:23, 23:28, 28:23, 21:33)

https://www.youtube.com/watch?v=H8AmBXgUaxI

“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 103:90 (32:25, 27:20, 29:21, 15:24)

https://www.youtube.com/watch?v=NsEARGIaz6k

თეგებინბა
0.114872