ჭადრაკი

11:45 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრიზისშია

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც ლონდონი მასპინძლობს. აშკარა კრიზისშია მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი, რომელიც ამჯერად ერთპიროვნულ ლიდერ უესლი სოსთან დამარცხდა.

მომდევნო ტურში სოს მეტოქე მესამე ადგილზე მყოფი მსოფლიოს კიდევ ერთი ექს-ჩემპიონი ვლადიმირ კრამნიკი იქნება. რაც შეეხება გამოკვეთილ აუტსაიდერ ტოპალოვს, იგი ამჯერად ყაიმების მოყვარულ’ გირს დაუპირისპირდება.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - უესლი სო (აშშ) 0:1

ფაბიანო კარუანა (აშშ) - ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 1:0

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ლევონ არონიანი (სომხეთი) 1:0

ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) - მაიკლ ადამსი (ინგლისი) 0,5:0,5

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

1. სო 4,5 ქულა

2. კარუანა 4,0

3. კრამნიკი 3,5

4-8. ნაკამურა, გირი, ანანდი, ვაშიე-ლაგრავი, არონიანი 3,0-3,0

9. ადამსი 2,5

10. ტოპალოვი 0,5

მე-7 ტური:

არონიანი - ანანდი

გირი - ტოპალოვი

სო - კრამნიკი

ადამსი - კარუანა

ნაკამურა - ვაშიე-ლაგრავი

0.114733