ზაზა ფაჩულიამ მაჯის ტრავმის გამო ზედიზედ მეოთხე შეხვედრა გამოტოვა, მის არყოფნაში კი “გოლდენ სტეიტმა” “ნიუ იორკი” 103:90 დაამარცხა. ზაზამ მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაიტარა, რომელმაც ცხადყო, რომ მაჯაზე სერიოზული პრობლემა არ აქვს, მაგრამ ფაჩულიას მატჩისწინ მტკივანი მაჯა დასიებული ჰქონდა და ქართველი ცენტრი პარკეტს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” პირველი სამი პერიოდის მოგების შემდეგ მეოთხე მეოთხედი ფორმალობადღა აქციეს. მატჩში ყველაზე მეტი, 25 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა. სტეფ კარიმ 33 წუთში მხოლოდ 8 ქულა მოაგროვა. ზაზა ფაჩულიას შემცვლელმა ჯავალ მაკგიმ 17 ქულა მიითვალა. ნიუ იორკში 15 ქულით ჰოლიდეი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 23 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. “ოქროსშტატელები” 18 დეკემბერს საკუთარ დარბაზში “პორტლენდს” შეხვდებიან, მატჩი თბილისის დროით 07:30-ზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამდენი ხანი რომ აუკრძალონ ბარემ კარიერას დაასრულებს და ეგაა
ძაან მკაცრი სასჯელია
4 წელი მართლა ბევრია,დახვრიტონ ბარემ.მიეცათ ორწლიანი და 2025-ში დაბრუნდებოდა
უნდა გაასაჩივროს