კალათბურთი

21:49 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენი ოლაჯუვონს გაუთანაბრდა

“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კარიერაში მე-14 საამმაგი დუბლი შეასრულა, რითაც კლუბის ლეგენდას ჰაკიმ ოლაჯუვონს გაუტოლდა. “ბაბუაწვერამ” აღნიშნულის გაკეთება 340 მატჩში მოახერხა, ხოლო ჰაკიმმა 1177 შეხვედრაში, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ჰარდენმა სამმაგი დუბლი “საკრამენტოსთან” (132:98) მოგებულ მატჩში შეასრულა - 15 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა.

0.129595