ფეხბურთი

18:07 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

France Football - ვინ მოიგებდა 1995 წლამდე "ოქროს ბურთს"?

ცნობილმა France Football-მა გამოაქყვეყნა "ოქროს ბურთის" მფლობელთა ალტერნატიული სია. უფრო გასაგებად: თუ ვინ მოიგებდა "ოქროს ბურთს" იმ შემთხვევაში, 1995 წლამდეც რომ შესაძლებელი ყოფილიყო არაევროპელისთვის ტიტულის გადაცემა. როგორც იცით, 1995 წლამდე მხოლოდ ევროპელებს შეეძლოთ გამარჯვება...

აი, France football-ის ალტერნატიული სია:

1958 წელს - პელე რაიმონდ კოპას ნაცვლად

1959 წელს - პელე დი სტეფანოს ნაცვლად

1960 წელს - პელე ლუის სუარესის ნაცვლად

1961 წელს - პელე ომარ სივორის ნაცვლად

1963 წელს - პელე ლევ იაშინის ნაცვლად

1964 წელს - პელე დენის ლოუს ნაცვლად

1970 წელს - პელე გერდ მიულერის ნაცვლად

1978 წელს - მარიო კემპესი კევინ კიგანის ნაცვლად

1986 წელს - დიეგო მარადონა იგორ ბელანოვის ნაცვლად

1990 წელს - დიეგო მარადონა ლოთარ მათეუსის ნაცვლად

1994 წელს - რომარიო ხრისტო სტოიჩკოვის ნაცვლად

დი სტეფანო და სივორი არგენტინელები იყვნენ, მაგრამ იმ დროისთვის, შესაბამისად, ესპანეთისა და იტალიის სახელით გამოდიოდნენ.

ისე, ეს სიაც სადავო გახდა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ დიეგო მარადონა ორჯერ კი არა, უფრო მეტჯერ მოიგებდა "ოქროს ბურთს" და ბრაზილიელი ზიკო მინიმუმ ერთხელ მოიგებდა ტიტულს.

0.148328