ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. TyCSports-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი “შანხაი შენჰუასთან” უახლოეს დღეებში ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც კარლიტოსის გასამრჯელო წელიწადში 25 მილიონი დოლარი იქნება...
ტევესის გუნდი “ბოკა ხუნიორსი” კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს. “აპაჩს” “ბოკასთან” ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს.
ხსენებულ წყაროს თუ დავერწმუნებით, კარლოს ტევესი “ბოკა ხუინიორსს” “კოლონთან” მატჩში გამოემშვიდობება.
ტევესი არგენტინულ გრანდში ხელმეორედ 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა და მას შემდგომ 46 მატჩში 15 გოლის გატანა შესძლო.