ფრანგული “მონაკო” უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია – ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა გუშინ, საფრანგეთის ლიგის თასზე რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე “თავადებმა” “რენს” 7:0 მოუგეს და პირველად მოხდა, რომ ამ ტურნირზე ერთმა გუნდმა ერთ შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.
ისე, რა გასაკვირია, “მონაკო” ბოლო დროს გოლების მანქანადაა ქცეული – 1 ოქტომბრიდან მოყოლებული “მონეგასკებმა” 15 ჩატარებულ შეხვედრაში 44 გოლი შეაგდეს.
გარდა გუშინდელი 7:0-ისა, ჟარდიმის გუნდს მიმდინარე სეზონში მოგებული აქვს მატჩები ასევე 7:0, 4:0 (სამჯერ), 5:0, 6:0, 6:2 - საინტერესოა, როდემდე გააგრძელებს “მონაკო” ასეთ შედეგიან თამაშს...