1952 - დაიბადა ალან როდენკამ სიმონსენი. დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების (1972-86), მიონხენგლადბახის “ბორუსიას” (1972-79), “ბარსელონას” (1979-83), “ჩარლტონ ატლეტიკის” (1983) და “ვეილეს” (1971-72, 1983-89) ფორვარდი. 1982 წელს მოიპოვა თასების თასი (“ბარსელონას” შემადგენლობაში). 1975 და 1979 წლებში დაეუფლა უეფას თასს (“ბორუსიას” რიგებში). 1975, 1976 და 1977 წლებში გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. გერმანიის და ესპანეთის თასების მფლობელი. დანიის სამგზის ჩემპიონი. 1977 წელს ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალის მონაწილე. “ბორუსიამ” “ლივერპულთან” 1:3 წააგო, გერმანელთა ერთადერთი გოლი კი, ალან სიმონსენმა გაიტანა. სიმონსენი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამივე ევროტურნირის ფინალში მოახაერხა გოლია გატანა. 1977 წელს, ალან სიმონსენი ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სიმონსენი ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში იგი ფრანგებმა დაამტვრიეს, რის გამოც ტურნირზე მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე (ტურნირზე ჩაატარა ერთი მატჩი). დანიის ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. წვრთნიდა “ვეილეს”, ფარერის კუნძულების ნაკრებს (1994-2001), ლუქსემბურგის ნაკრებს (2001-04).
მნიშვნელოვანი ფაქტები
1935 - ჰოლანდიელმა დიდოსტატმა, მაქს ეივემ ალექსანდრ ალიოხინი დაამარცხა და მსოფიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1935 - “დეტროიტ ლაიონზი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1944 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ნიუ იორკ რეინჯერსმა” რეგულარული პირველობის ანტირეკორდი დაამყარა. გუნდმა ზედიზედ 25 მატჩი მოგების გარეშე ჩაატარა (21 წაგება, 4 ფრე).
1946 - ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL), “ჩიკაგო ბიარზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 24:14 დაამარცხა და ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა.
1950 - ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ნიკ ბარონე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1963 - ინგლისელმა ფორვარდმა, ჯიმი გრივზმა ჩემპიონატის პირველი ლიგის (დღევანდელი პრემიერლიგა) მატჩებში მე-200-ე გოლი გაიტანა. იმ მომენტისათვის გრივზი 23 წლისა და 290 დღის ასაკისა იყო.
1965 - უილიამ ეკერტმა ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისრის პოსტზე ფორდ ფრიკი შეცვალა.
1968 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას სინგაპურის პოლიციის ნაკრებს 5:0 მოუგო. გოლები გოჩა გავაშელმა (2), მურთაზ ხურცილავამ, სერგო კუტივაძემ და გივი ნოდიამ გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე (გოგია), პეტრიაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ჭოხონელიძე, კუტივაძე, ილიადი, გ. სიჭინავა, მეტრეველი, გ. ნოდია, გავაშელი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1973 - ამერიკულ საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგაში (NCAA), ყველაზე დაბალი შედეგიანობის შეხვედრა ჩატარდა. ტენესის უნივერსიტეტის გუნდმა ტემპლელებს 11:6 მოუგო.
1982 - ბილ პერსელი, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბ “ნიუ იორკ ჯაიანთსის” რიგით მე-12-ე მწვრთნელი გახდა.
1985 - ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის ერთი ტურის მატჩებში, მსაჯებმა მოთამაშეებს 14 წითელი ბარათი უჩვენეს.
1986 - 19-თვიანი პაუზის შემდეგ, გაიხსნა ინგლისური “ბრედფორდ სიტის” სტადიონი “ველი ფერეიდი”. სარბიელის უმოქმედობის მიზეზი არენაზე მომხდარი ტრაგედია გახდა, რომელსაც 56 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1988 - ლორი დევისმა მოკრივე მაიკ ტაისონს სასამართლოში უჩივლა.
1997 - ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ორი გუნდით გაფართოვდა. WNBA-ს მონაწილეებს დეტროიტისა და ვაშინგტონის კლუბები დაემატნენ.
2006 - ინგლისურმა “უორლდ სოკერმა” 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელი ფაბიო კანავარო დაასახელა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ასევე ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტ მარჩელო ლიპის ერგო, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი, არგენტინელი ლეო მესი აღიარეს.
2009 - აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო-საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის “ესტუდიანტესმა” 2:1 დაამარცხა სამხრეთ კორეის “პოჰანი”.
2012 - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე აირჩიეს.
2012 - საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ალექსი ახვლედიანი აირჩიეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1900 - ელენა კონოპაკა. პოლონელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1928 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1910 - ფრანც კემსერი. გერმანელი ბობსლეისტი. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიანი ბობი).
1934 - ელჟბიეტა კრჟეჟინსკა. პოლონელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1938 - იოჟეფ ოდოჟილი. ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. 1500 მეტრზე რბენაში 1964 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.
1939 - კლავდია ბოიარსკიხი. საბჭოთა მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში 1964 წლის ოლიპიური თამაშების ჩემპიონი.
1951 - ჯო ჯორდანი. ერთადერთი შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლები გატანილი. ჯორდანმა ეს 1974, 1978 და 1982 წლების მუნდიალებზე მოახერხა. სულ ჯორდანმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდში 52 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გამოდიოდა “ლიდს იუნაიტედსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში”. ლიდსელთა რიგებში ჯორდანმა 1973 წელს თასების მფლობელთა თასისა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალებში ითამაშა. პირველ შემთხვევაში გუნდმა “მილანთან” წააგო, მეორეში – “სანდერლენდთან”. 1975 წელს კი “ლიდსი” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ კვლავ დამარცხდა, ამჯერად მიუნხენის “ბაიერნთან”. 1978 წელს 350 ათას გირვანქად “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და გუნდთან ერთად ასოციაციის თასის ფინალში იასპარეზა. ჯორდანის გუნდი კვლავ დამარცხდა (ლონდონის “არსენალთან”).
1951 - ბუდევიკ პალპლაცი. ენსხედეს “ტვენტესა” და პსვ-ს ფორვარდი. 1972 წელს, უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალში ითამაშა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ. მაშინ ჩვენმა “დინამოელებმა” ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს. თბილისში ქართველებმა 3:2 მოიგეს, ენსხედეში კი “ტვენტემ” 2:0 მოგვიგო და მეთექვსმეტედფინალში გავიდა.
1952 - ალან როდენკამ სიმონსენი. დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების (1972-86), მიონხენგლადბახის “ბორუსიას” (1972-79), “ბარსელონას” (1979-83), “ჩარლტონ ატლეტიკის” (1983) და “ვეილეს” (1971-72, 1983-89) ფორვარდი. 1982 წელს მოიპოვა თასების თასი (“ბარსელონას” შემადგენლობაში). 1975 და 1979 წლებში დაეუფლა უეფას თასს (“ბორუსიას” რიგებში). 1975, 1976 და 1977 წლებში გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. გერმანიის და ესპანეთის თასების მფლობელი. დანიის სამგზის ჩემპიონი. 1977 წელს ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალის მონაწილე. “ბორუსიამ” “ლივერპულთან” 1:3 წააგო, გერმანელთა ერთადერთი გოლი კი, ალან სიმონსენმა გაიტანა. სიმონსენი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამივე ევროტურნირის ფინალში მოახაერხა გოლია გატანა. 1977 წელს, ალან სიმონსენი ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სიმონსენი ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის მონაწილეა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში იგი ფრანგებმა დაამტვრიეს, რის გამოც ტურნირზე მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე (ტურნირზე ჩაატარა ერთი მატჩი). დანიის ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. წვრთნიდა “ვეილეს”, ფარერის კუნძულების ნაკრებს (1994-2001), ლუქსემბურგის ნაკრებს (2001-04).
1961 - მატ გრაფარი. ირანელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ვერცხლის ორი მედალი.
1964 - როსტომ თორღაშვილი. თბილისისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი. ბათუმელთა შემადგენლობაში ექვსჯერ იასპარეზა საქართველოს ეროვნული თასის ფინალებში და 1998 წელს ზღვისპირელებთან ერთად საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. როსტომ თორღაშვილი თასების მფლობელთა თასის გათამაშების სამი ტურნირის მონაწილეა.
1967 - კრისტინა ლარსენი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.
1967 - ოლეგ რიჟენკოვი. ბელორუსი ბიატლონისტი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1976 - როდოლფო რომბალდინი. იტალიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი (190 სმ). ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. 2004 წლის ოლიმპიადაზე ითამაშა ფინალური შეხვედრა, რომელშიც იტალიელები არგენტინასთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
1977 - კატერინა ფოქსი. გერმანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1981 - რომან პავლიუჩენკო. რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტოტენჰემის” ფეხბურთელი. ადრე იცავდა სტავროპოლის “დინამოს”, ვოლგოგრადის “როტორისა” და მოსკოვის “სპარტაკის” ღირსებას. 2005 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 15 გოლი.
1984 - დავით იმედაშვილი. საქართველოს ნაკრების, “ვიტ ჯორჯიას”, კიევის “დინამოს”, “ვენტსპილსის”, უნგრული “ნიერიდჰაზას”, "სამტრედიას" მცველი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.