ჭიდაობა

10:04 | 15.12.2016 | ნანახია 342 - ჯერ

კადეტთა 7 მედალი მსოფლიოს ხალიჩიდან

საქართველოს კადეტ სამბისტთა ნაკრების წევრი თორნიკე მარგველაშვილი (50 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც 13-14 დეკემბერს ლიმასოლმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მარგველაშვილმა ფინალში უკრაინელი მიკოლა კულიბაბა დაამარცხა.

მიხეილ ბახბახიშვილსა (66 კგ) და ნიკა ხარაზიშვილს (78 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ბახბახიშვილმა (42 კგ), ოთარ სოზიაშვილმა (72 კგ), დიმიტრი ნასყიდაშვილმა (84 კგ) და ალექსი სვიანაძემ (+84 კგ) დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლის - კვიპროსის გარდა 20 ქვეყნის ნაკრები გამოვიდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:07 | 02.11.2015
Kala94 (6114)

ბრძოლაში წააგეს საკმაოდ ძლიერ გუნდთან ! გამარჯვების დრო დადგა !!!

14:18 | 02.11.2015
cicerona (436)

არ ვარდებაო არავინ ხომ გვამშვიდებდნენ

01:38 | 02.11.2015
dinamo222 (8587)

რა ხდება მარტო წასაგებად შევიდნენ მაგ ლიგაში ? @@

0.06207
342