“მონაკოს” ახალგაზრდა ვინგერი ტომას ლემარი ლიგა 1-ის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას “მონეგასკების” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
21 წლის ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 42% დააგროვა. მან პსჟ-ს თავდამსხმელს ედინსონ კავანის (41%) და თანაგუნდელს ბერნარდო სილვას (17%) აჯობა.
ლემარმა გასულ თვეში ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.