ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველი ლუის მიგელ აფონსო ფერნანდეში, რომელსაც პიცის სახელით ვიცნობთ, პორტუგალიის ჩემპიონატის ოქტომბრის და ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას Ligaportugal.Pt ავრცელებს.
პიციმ გამოკითხვაში ხმების 21,53% დააგროვა. მან “სპორტინგის” ვინგერს ჟელსონ მარტინს (16,71%) და “პორტოს” თავდამსხმელს ანდრე სილვას (6,61%) აჯობა.
27 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ თვეში პორტუგალიის ჩემპიონატში 5 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.