ჭადრაკი

21:05 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის სასახლე ორ ტურნირს მასპინძლობს

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე ჭადრაკში 2016 წლის საქართველოს და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის ბუხუტი გურგენიძის თასის მეშვიდე გათამაშებას მასპინძლობს.

ტურნირი ტარდება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის. ასევე თამაშობენ სენიორებიც. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 15250 ლარია. დაითვლება ფიდეს რეიტინგი. პრიზები არ გაიყოფა. გამარჯვებული მოჭადრაკეები თასთან ერთად შესაბამის თანხას, მედალსა და დიპლომს მიიღებენ. პრიზიორები 21 დეკემბერს გამოვლინდებიან.

0.108781