ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, უეფამ თავისი რანგით მეორე ტურნირი, ევროპა ლიგა შეაჯამა და ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საკმაოდ უცნაურია, რომ ტოპ 11 ფეხბურთელში ისეთებიც არიან, რომელთა გუნდებმაც პლეი-ოფში გასვლა ვერ შესძლეს. მეტიც, ჯგუფური ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულეს. მაგალითად, პოლ ლიროლა “სასუოლოდან” და რაფაელ ჰოლზჰაუსერი ვენის “აუსტრიადან”.
მთლიანობაში კი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური შემდეგნაირია:
მეკარე: ბრედ ჯონსი (“ფეიენოორდი”)
მცველები: პოლ ლიროლა (“სასუოლო”), სიმონ კიაერი (“ფენერბაჰჩე”), ვირჯილ ვან დიკი (“საუთჰემპტონი”), დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი (“გენტი”), რაფაელ ჰოლზჰაუსერი (“აუსტრია”), ჟულიანო (“ზენიტი”)
თავდამსხმელები: ლეონ ბაილი (“გენკი”), ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”), ედინ ჯეკო (“რომა”)