ფეხბურთი

18:31 | 14.12.2016 | ნანახია 2820 - ჯერ

“სპარტაკის” TOP 5 გოლიდან ორი ჯანოსია (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგას 17 ტურის შემდგომ მოსკოვის “სპარტაკი” დამაჯერებლად ლიდერობს. გამოცემა championat.com-მა კი, “სახალხო გუნდის” მიერ პირველ წრეში გატანილ გოლებს გადახედა და მათგან 5 საუკეთესო გამოარჩია.

რუსული ვებგვერდის შედგენილ ტოპ ხუთეულში ორი გოლი ჯანო ანანიძისაა – მეოთხე ადგილზე “ორენბურგის” კარში (VIDEO), ხოლო მესამე პოზიციაზე “ანჟისთან” გატანილი გოლი გავიდა (VIDEO).

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში ვერ მოხვდა ტულას “არსენალის” კარში გატანილი ორი გოლი, არადა, ორივე საკმაოდ ლამაზი გოლი იყო.

მთლიანობაში ჯანომ პირველ წრეში 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა შესძლო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:32 | 14.12.2016
drogba-11 (13246)

კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს

ამ სამყაროში ადამიანი რას აღარ ნახავს
უწმინდურობა გამეფებულა ბარიერს ლახავს
გადაჩვეულა კაცობრიობა საფლავზე გასვლას
კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს

მივიწყებულო ძვლებო თქვენი სული ისევ ტირის
აღარავინ უვლის საფლავს სანახავადაც არ მიდის
იმედი გაქვთ ელოდებით მაინც ყველას ენდობით
აღარავინ არ ახსენებს არც თქვენ სულებს შენდობით

კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს
მაგრამ ამაოდ უთხრეს უარი თქვენ კეთილ ძრახვას
თქვენ საფლავებს აღარ უვლის აღარც კაცი აღარც ქალი
გაზაფხულის ფოთლებს აყრის არემარეს მარტის ქარი

მაგრამ ვაი ყველას იმათ ვისაც დაავიწყდა ვალი
თქვენი სული მარადია მათი სიცოცხლე კი მკვდარი
კაცობრიობა მონატრებია სულების საფლავს
ისევ მოელით მოწყურებული ჩვენს ნახვას

21:40 | 14.12.2016
ბაგი-რეი (2262)

ლეგიას სასტავში ყაზაიშვილი ყველაზე ძვირადღირებულია და რა უდევს ასეთი მწვრთნელს თავში თუ სადაც არის, რო არ ათამაშებს.
0?'>http://www.transfermarkt.co.uk/legia-warszawa/startseite/verein/255':'>http://www.transfermarkt.co.uk/legia-warszawa/startseite/verein/255'))

20:49 | 14.12.2016
drogba-11 (13246)

თაო და თაო!...

ჩემი სიკვდილის შიში ნაკლებად,
მე სხვა სიკვდილი მაშინებს დაო,
ერთურთის სისხლი რომ გვაქვს საკვებად,
რომ გავიძახით თაო და თაო!
/
ხორცის სიკვდილი არაფერია,
სულის სიკვდილი მაშინებს კარგო,
ახლა ამ სიტყვით ჩემი ჯერია,
იქნებ ვიღაცას რაღაცა ვარგო.
/
იქნებ ამ მიზანს შევასხა ფრთები,
იქნებ გულწრფელი სიტყვით ვივარგო,
და თუ ჩაივლის უკვალოდ ცდები,
სჯობს რომ საერთოდ გადავიკარგო.
/
რა სიცოცხლეა სიკვდილი თუ სჯობს
და ვერ აკეთე რაც გულს სწადია,
თუ წრფელი არ ხარ და სიტყვით მრუშობ,
ამ ქვეყნად წმინდა რა გაბადია?!
/
ჩემი სიკვდილის შიში ნაკლებად,
მე სხვა სიკვდილი მაშინებს დაო,
ერთურთის სისხლი რომ გვაქვს საკვებად,
რომ გავიძახით თაო და თაო!

0.067441