დონეცკის "ოლიმპიკის" მცველმა თემურ ფარცვანიამ უკრაინულ გამოცემას უთხრა, რომ თბილისის "დინამოს" ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ სავარაუდოდ, ზაფხულამდე კლუბს არ შეიცვლის.
"დიახ, "დინამოს" ვარიანტი იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ მაინტერესებს. არანაირი კონკრეტული წინადადება ჯერ არ მქონია. ამ ეტაპზე "ოლიმპიკიდან" წასვლაზე არ ვფიქრობ, კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ".
ფარცვანიას შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე ცენტრალურ მცველად თამაში.