გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “მემფისი” 103:86 დაამარცხა. “კავალერიამ” მატჩის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნა. შეხვედრაში 29 ქულით და 13 მოხსნით კევინ ლავი გამოირჩა, ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 23 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა შესძინა. მემფისელთა რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა ზაკ რენდოლფის ანგარიშზეა. “კლივლენდი” 18 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
“ფინიქსი” საკუთარ დარბაზში “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე, როცა ანგარიში 101:101 იყო, ნიუ იორკელთა ლატვიელმა ფორვარდმა კრისტაპს პორზინგისმა მოსაგებად 2-ქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა და შეხვედრაში ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც ფინიქსელებმა ბოლო წამებზე უკეთ ითამაშეს და საბოლოო ჯამში 113:111 იმარჯვეს. პორზინგისმა 34 ქულა ჩააგდო, ერიკ ბლედსოუმ – 31. როუზმა ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც სულ ცხრა წუთი ითამაშა.
“კლივლენდი” – “მემფისი” 103:86 (32:20, 26:23, 15:15, 30:28)
https://www.youtube.com/watch?v=PBqt47AVdqU
“ატლანტა” – “ორლანდო” 120:131 (34:35, 28:37, 34:27, 24:32)
https://www.youtube.com/watch?v=BoKZCfO5gH8
“ჩიკაგო” – “მინესოტა” 94:99 (38:22, 18:30, 19:26, 19:21)
https://www.youtube.com/watch?v=WF2Ks9Gn5Io
“ნიუ ორლეანი” “გოლდენ სტეიტი” 109:113 (35:29, 30:29, 29:37, 15:18)
https://www.youtube.com/watch?v=pYn26zEszDg
“ფინიქსი” – “ნიუ იორკი” 113:111 (31:25, 23:21, 31:27, 16:28 o.t. 12:10)
https://www.youtube.com/watch?v=YREhdAm2164
“პორტლენდი” – “ოკლაჰიმა” 114:95 (32:31, 36:21, 24:19, 22:24)
https://www.youtube.com/watch?v=UtTE5vYaoVc