ITF-მა 2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად ანგელიკა კერბერი და ენდი მარეი დაასახელა.
ენდი მარეიმ 2016 წელს ცხრა ტურნირზე მოიპოვა გამარჯვება, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უიმბლდონი და რიოს ოლიმპიადა. მარეი კარიერაში პირველად გახდა ნომერ პირველი ჩოგბურთელი.
კერბერმა ამერიკის ღია პიველობა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, ანგელიკამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და რაც მთავარია - მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა.