ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა სესარ ასპილიკუეტამ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და "სტემფორდ ბრიჯზე" 2020 წლის ივლისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფეხბურთელი "ოსასუნას" აკადემიის აღზრდილია და ლა ლიგაში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. სამი წლის შემდეგ სესარმა კარიერა ლიგა 1-ის გუნდ "მარსელში" გააგრძელა. ორი სეზონის შემდეგ კი მოთამაშე "ჩელსიმ" იყიდა. 4 სეზონის განმავლობაში სესარმა 181 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მიმდინარე სათამაშო წელს ასპილიკუეტამ 18 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო სამჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.