ფეხბურთი

22:00 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლევანდოვსკი "ბაიერნს" 2014 წელს "დორტმუნდიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 122 მატჩში 86 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა 22 შეხვედრაში თავის გამოჩენა 19-ჯერ შეძლო. 28 წლის რობერტის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

მიუნხენელების მაისურით ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო გერმანიის თასი და სუპერთასი თითო-თითოჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13473