13 დეკემბერს უეფას შტაბ-ბინაში 2017-18 წლების ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ლატვიასა და მონტენეგროსთან ერთად. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტ-რაუნდის საგზურს. ტურნირი 2017 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება და როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი მასპინძლობის უფლების მოპოვება.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კანდიდატები ამჟამად ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადიან შეკრებას და 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანთან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასასვენებლადაა ჩასული და სელფებს იღებს სტადიონზე მუშაობაში ჩამეთვლებაო...
სვანეთშიც ასულიყავით ამ დაბლობში ხო ააყვავეთ ფეხბურთიიიიი