ფეხბურთი

14:39 | 13.12.2016 | ნანახია 3741 - ჯერ

ფაბრეგასმა წლიური 31 მილიონი იუარა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ კარიერის ჩინეთში გაგრძელების ვარიანტზე უარი თქვა.

Marca-ს ცნობით, ერთ-ერთი ჩინური კლუბი 29 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 31 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ფაბრეგასი „ჩელსიში“ 2014 წლიდან თამაშობს და წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. მან პირველი გუნდის მაისურით პრემიერლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შედეგად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ სესკი გუნდს გამოიცვლიდა და შესაძლო ვარიანტებად იტალიური „რომა“ და ლონდონის „ვესტ ჰემი“ სახელდებიან.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:04 | 13.12.2016
NGoLo KaNte (36472)

კონტემ მეტი შანსი უნდა მისცეს რა სად ეს და სად მატიჩი

16:38 | 13.12.2016
fcbayernmunich (4197)

დორტმუნდში გაასწორებდა. გიუნდოგანის ღირსეული შემცვლელი არ ყავთ ყვითლებს. კასტრო, როდე, შაჰინი... ზამენის დონეა. ვაიგლს ჭირდება კარგი მეწყვილე. ფაბრე იდეალური იქნებოდა.

15:28 | 13.12.2016
a.reversi (9540)

მაგარი გული მწყდება ხასიათის თუ მე&&აკეობის გამო ვერთამაშOბს არადა დღესაც ერთერთი საუკეთესოა
ვინც სიტი-ჩელსის უყურა დამეთანხმება დახატა ტიპმა საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმოში თან რამდენჯერ

15:27 | 13.12.2016
a.reversi (9540)

კაი რა ვესტ ჰემი ;/
მილანიც არ გაყიდა იმ ბო**მა ბებერმა რო დაითრიონ ეს

15:23 | 13.12.2016
dpj-001 (1572)

აი ერთ ერთ ინტერვიუში სინანულით თქვა რეალში უნდა წავსულიყავი ვიდრე ბარსასიო და სწორიც იყო...

0.160504