ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა ლიგა 1-ის მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე “მონაკოდან” მოხვდა, რომელმაც შაბათს გასვლაზე “ბორდო” გაანადგურა (4:0).
ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:
მეკარე: რუფიე (“სენტ-ეტიენი”);
მცველები: ბაშა (“ლილი”), გლიკი, მენდი, სიდიბე (სამივე “მონაკო”);
ნახევარმცველები: მ.ლოპეში (“მარსელი”), კიპრენი (“ნიცა”), ვალბუენა (“ლიონი”), ბერნარდო სილვა (“მონაკო”);
თავდამსხმელები: ტოივონენი (“ტულუზა”), ფალკაო (“მონაკო”).