ფეხბურთი

19:45 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელი: "ვარშავის "ლეგიაზე" მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ ყაზაიშვილი თამაშობს"

ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ერთმანეთს ამსტერდამის "აიაქსი" და ვარშავის "ლეგია" შეხვდებიან. ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" ფეხბურთელია და იყო პერიოდი, როცა "აიაქსს" სურდა. ვაკოს კარიერაში სამჯერ გაუტანია გოლი ამსტერდამული გრანდისთვის.

"აიაქსს" "ვიტესის" ყოფილი თავკაცი პეტერ ბოში წვრთნის, რომელმაც ყაზაიშვილის შესაძლებლობები კარგად იცის. ვაკო სწორედ მისი მწვრთნელობისას გახდა "ვიტესის" ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელი.

"ვარშავის "ლეგია"? მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ ყაზაიშვილი თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთელია, "ვიტესში" თამაშობდა ჩემი მწვრთნელობისას".

0.105895