ფეხბურთი

17:42 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: სეზონი ბათუმში IV ტურის შეხვედრებით განახლდება

სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ გათამაშება ბათუმში გასამართი შეხვედრებით განახლდება. 13 დეკემბერს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, დინამო ბათუმი საშინაო შეხვედრას თბილისი ვარიორსის წინააღმდეგ გამართავს.აღნიშნულ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ტურის წინ ორივე მათგანი 6-6 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ და პოზიციების გასამყარებლად სამი ქულა არცერთს არ „აწყენს“. შესაბამისად დინამო საშინაო არენის უპირატესობის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.

ფავორიტებთან ჩატარებული მძიმე შეხვედრების შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველი გამარჯვებისთვის მოუწევს ბრძოლა, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბს. „სტუდენტურ დერბიში“ ბათუმელთა მეტოქე, გათამაშების აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი იქნება, რომელიც ჯერ-ჯერობით უქულოდ ასპარეზობს. „დერბი“ 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

13.12.2016. ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. IV ტური

16:00 დინამო (ბთ) - თბილისი ვარიორს

18:00 ბსუ (ბთ) - იბსუ

რაც შეეხება მეოთხე ტურის დანარჩენ შეხვედრებს, პარასკევს, 16 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ სამი დაპირისპირება გაიმართება.

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი მფკ ტატიშვილი, მფკ მგლებს დაუპირისპირდება, ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი სტუ-თელასი მფკ თბილისთან გამართავს თავის შეხვედრას, ხოლო ტურს მფკ აგორასა და მფკ აფხაზეთის დაპირისპირება დაასრულებს.

16.12.2016. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IV ტური

16:00 მფკ მგლები - მფკ ტატიშვილი

18:00 სტუ-თელასი - მფკ თბილისი

20:00 მფკ აგორა - მფკ აფხაზეთი

ღონისძიებისპარტნიორებიდამხარდამჭერებიარიან: სილკუნივერსალი, სპორტულიბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიულიჯგუფიერისთავიდაპარტნიორები“, „ტატიშვილისსამედიცინოდასპორტულირეაბილიტაციისცენტრი“, სასტუმრო Bella Costa

მედიაპარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთილელოდასპორტულიჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118992