ფეხბურთი

16:21 | 12.12.2016 | ნანახია NaN - ჯერ

"ზესტაფონის" გულშემატკივართა მიმართვა

როგორც იცით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონში" შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, არცერთ ტურნირში არ მონაწილეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ იმერული კლუბი უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა, მას შემდეგ კი დრო გადის და ზესტაფონელები ელიან, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მათ უმაღლეს ლიგაში დააბრუნებს.

აქვე, "ზესტაფონის" გულშემატკივართა მიმართვა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს;

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა

კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა ოფიციალური

კლუბის წევრთა და ამავე კლუბის რიგით გულშემატკივართა

მ ი მ ა რ თ ვ ა

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩზე სათამაშოდ არ გავიდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს...

უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონი" არის საფეხბურთო კლუბი, რომელსაც არაერთგზის გაუპროტესტებია სპორტული პრინციპებითა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობით მანიპულირება. ჩვენს საყვარელ კლუბთან ერთად, ჩვენც, მისი ქომაგები, თანაბარი დაფინანსების პრინციპის დანერგვისაკენ მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ყოველთვის ფეხბურთის სისუფთავის სადარაჯოზე ვიდექით. ერთ დღეს კი აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რასაც ჩვენი გუნდის ფეხბურთელის მოსყიდვა და ჩვენი კლუბის ავტორიტეტის შესაძლო შელახვა ერქვა.

შექმნილი ვითარების შესახებ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ აცნობა სფფ-ის წინა მენეჯმენტს და სთხოვა მათ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი მოქმედებების გატარება. ჩვენდა გასაკვირად, მეორე დღესვე მოწვეულ იქნა სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო "ზესტაფონის" ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება. რამდენიმე დღეში კი ეს გადაწყვეტილება სფფ-ს აღმასკომის წინა შემადგენლობამაც დაადასტურა...

საინტერესოა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ფედერაციის უკვე ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში, მაშინ, როცა საფეხბურთო კლუბ "ლიახვის" ფეხბურთელი "ზესტაფონის" ფეხბურთელის მსგავსად მოიქცა, მასთან გარიგების მცდელობისა და ბინძური გზით სიარულზე უარი განაცხადა, "ლიახვი" არავის მოუხსნია ჩემპიონატიდან. მეტიც, ვითარებაში გარკვევამდე მატჩის გადადების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად თავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან კობიაშვილმა მიიღო...

არ იყო გასაკვირი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შარშანდელ არჩევნებში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" და მისმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს - იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში იმ პერიოდში გამეფებულ სიბინძურეს ღიად დაუპირისპირდნენ.

ფედერაციის სათავეში მოსვლამდე, ამ ადამიანებმა (ლევან კობიაშვილმა და მისმა გუნდმა) პირდაპირ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ჩვენს გუნდს უსამართლოდ მოექცნენ, უმაღლესი ლიგიდან უკანონოდ მოკვეთეს და რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანა "ზესტაფონთან" მიმართებაში სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა. რა გასაკვირია, რომ დღესაც დარწმუნებულები ვართ - სამართალი იზეიმებს და ისინი, დაპირებისამებრ, შეასრულებენ "ზესტაფონთან" დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენის თაობაზე დადებულ პირობას.

უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში "ზესტაფონის" გულშემატკივრები ვცდილობდით, მაქსიმალურად თავშეკავებულები და კორექტულები ვყოფილიყავით. ვცდილობდით, ჩვენი თემით ზედმეტი დისკომფორტი არ შეგვექმნა ქვეყნისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის.

თუმცა, ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის დღემდე მოუგვარებლობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგხმიანებოდით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებია, რომ ფეხბურთის ზესტაფონელ მოყვარულთა, რიგით ზესტაფონელთა და ჩვენი საყვარელი კლუბის მიმართ ჩადენილი უსამართლობით აღშფოთებულ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მრავალათასიანი არმია კვლავაც ელოდება სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის მიერ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების სამართლებრივ შეფასებასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას.

გვეიმედება, რომ ამ საკითხით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე დაინტერესდებიან და ჩვენს სატკივარს გულთან ახლოს მიიტანენ საქართველოს მთავრობის მეთაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის” გულშემატკივრები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ შეფასებულ იქნას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ"ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი და ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებული სადამსჯელო სანქციების უსამართლოდ მიჩნევის შემთხვევაში, ფედერაციის აღმასკომის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებისა და ჩვენი კლუბის უმაღლეს ლიგაში აღდგენის შესახებ!

პატივისცემით,

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“

გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი /კ. ბოჭორიშვილი/

2016 წლის 7 დეკემბერი

P.S. მიმართვის ტექტს თან ახლავს პეტიცია, რომელსაც თან 1 000-ზე მეტი გულშემატკივრის ხელმოწერა ახლავს.

თეგებიზესტაფონი

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 05.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ადმინის მხატვრულობა და მეტაფორის გაცოცხლება ირინაზე მეტად აღგაღზნებს კაცს საღოლ ძმაო გავატტირტყი კამიუს

13:10 | 05.06.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

სახე გახდეს ნიშნავს უკანალის თამაშს მსოფლიოზე?

07:05 | 06.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგას არ იკადრებს

11:29 | 05.06.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

სტერეოტიპების დედა ვატირე მე რაა... ღმერთივით ქალია და როგორც კი გამახსენდება, რომ თათარია, ეგრევე ბავშვობის დროინდელი მოგონებები წამომიტივტივდება ხოლმე აზერბაიჯანელ მწვანილის გამყიდველ ბაჯიებზე.
ფულს რო ჩულქებში მალავდნენ და იმათ მოცემულ ხურდასაც რაღაცნაირი სუნი ასდიოდა

23:28 | 04.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ადმინ სიყირმიზი რა არი

23:07 | 04.06.2018
valeri8848 (2622)

როდის აქეთ არის რუსეთი ავბედითი ერთი მაინტერესებს ნახევარი საქართველო რუსეთშია გაქცეული მშიერი რომ არმოკვდეს

21:35 | 05.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ხო აგერ გზაზეც იტალიის ჯარია შემივარდნილი და გორი ჩვენია ჩვენიო მუსოლინმა სტალინს მოუგო სამკარტა ბურაშიო

15:57 | 05.06.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDD
ისტორიის სახელმძღვანელოების წაკითხვის გარდა ვერაფერს გირჩევს კაცი

22:33 | 04.06.2018
BEERTRANCE (97819)

მოგვეშვა DDDDDDDDDDDDDDD

23:29 | 04.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდ

20:53 | 04.06.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

უფფფ....... ირიჩკა რას გაწვალებდი!

20:54 | 04.06.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რონალდოს გემოვნებას რა ვუთხარი ვიგაც ინეტჩიკში, რომ გაცვალა ირაჩკა

11:23 | 05.06.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

ოხხ, ირაჩკა ხო რას ამბობ... ვეგეტარიანელია და პირში ხორცისმაგვარი არაფერი ჩაუდვია

12:43 | 05.06.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კი მიირთმევს ხორც მარა დიეტაზე ყოფილა

0.062251