ფეხბურთი

13:25 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერნასიონალის” შავი დღე – პირველი დაქვეითება

ავად მოსაგონარ დღედ დარჩება 12 დეკემბერი ბრაზილიური “ინტერნასიონალისთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის. საქმე ისაა, რომ ისტორიაში პირველად გავარდა ეს გუნდი ბრაზილიის მთავარი ლიგიდან. გუშინ, სერია ა-ს დასკვნით ტურში “ინტერმა” “ფლუმინენსესთან” 1:1 ითამაშა, მაგრამ მოპოვებული ქულა ელიტაში დასარჩენად არ ეყო.

აქამდე “ინტერნასიონალი” გავარდნასთან ახლოს ორადორჯერ იყო: 1999 წელს, როდესაც კარლოს დუნგას გოლით გადარჩა და 2002 წელს. შემდგომ კი გახლდათ ოქროს პერიოდი – 2006 და 2010 წლებში გუნდმა კოპა ლიბერტადორესი მოიგო, ხოლო 2006 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, როცა ფინალში რონალდინიოს “ბარსელონას” აჯობა.

ახლა ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ 4 გუნდია ისეთი, რომელიც არასდროს გავარდნილა: “სანტოსი”, “კრუზეირო”, “სან პაულუ” და “ფლამენგო”. “ინტერნასიონალს” კი, მომავალი სეზონის გატარება ქვედა ლიგაში მოუწევს.

0.11668