კალათბურთი

12:42 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკს ზედიზედ მერვე სამმაგამდე ცოტა დააკლდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “ბოსტონი” 99:96 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა, სადაც რასელ უესტბრუკმა და მისმა თანაგუნდელებმა უკეთ ითამაშეს. რასელმა გუნდს 37 ქულა 12 მოხსნა და 6 პასი შესძინა, უესტბრუკს აქამდე ზედიზედ შვიდი სამმაგი დუბლი ჰქონდა გაკეთებული და მერვემდე ცოტა დააკლდა. მატჩის შემდეგ რასელს ჟურნალისტებმა ამ თემას ჰკითხეს, რაზეც უესტბრუკმა უპასუხა, რომ მთავარია გუნდმა მოიგოს და მისი პირადი მიღწევები არაა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

“ფინიქსი” შინ “ნიუ ორლეანთან” 119:120 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე ფინიქსელთა კალათბურთელმა ბლედსოუმ მატჩის მოსაგებად შორეული სამქულიანი გაუშვა, მაგრამ ბურთი კალათში არ მოთავსდა, შეხვედრის ძირითადი დრო 110:110 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კი ენტონი დევისი და მისი თანაგუნდელები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვეს.

“დეტროიტი” – “ფილადელფია” 79:97 (12:32, 23:26, 29:22, 15:17)

https://www.youtube.com/watch?v=PzqCAQFeHBg

“მინესოტა” – “გოლდენ სტეიტი” 108:116 (27:30, 31:30, 30:18, 20:38)

https://www.youtube.com/watch?v=XC4TI8g6WKE

“ოკლაჰომა” – “ბოსტონი” 99:96 (21:24, 18:19, 28:28, 32:25)

https://www.youtube.com/watch?v=IiIJg3ZAQLI

“ფინიქსი” – “ნიუ ორლეანი” 119:120 (31:25, 27:26, 24:25, 28:34, o.t. 9:10)

https://www.youtube.com/watch?v=cMrGJ4X83eo

“ლეიკერსი” – “ნიუ იორკი” 112:118 (30:32, 26:25, 19:27, 37:34)

https://www.youtube.com/watch?v=5RVT4cZ7wuM

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110947