თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მატჩი მოიგო. ბასკური გუნდი „ესტუდიანტესთან“ ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით აგებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული კარგად წარმართა და საბოლოოდ 82:77 გაიმარჯვა.
ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის შედეგიანობით მხოლოდ როდრიგ ბობუას ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და 18 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
8 მოგებითა და 4 მარცხით „ბასკონია“ მე-5 ადგილზეა და ლიგაში გუნდების კენტი რაოდენობის გამო მომდევნო ტურში დასვენება უწევს.
gbf.ge