მეორე მატჩი ზაზა ფაჩულიას გარეშე. „გოლდენ სტეიტმა“ ტრავმირებული ქართველი ცენტრის გარეშე მინესოტაში ითამაშა და „ტიმბერვულვსს“ 116:108 მოუგო. ფაჩულიამ მარჯვენა მაჯის ტრავმის გამო უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა.
ამჯერად ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კევონ ლუნიმ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 18 წუთი დაჰყო და 4 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. გამარჯვებულებს 30 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, ხოლო სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა 22-22 ქულა მოაგროვეს.
21 მოგებითა და 4 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას ოკლენდელები ნიუ ორლეანში, 14 დეკემბერს, „პელიკანსთან“ გამართავს.
gbf.ge