ფეხბურთი

10:06 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოლიდარობა პოლიციელებს...

თურქეთის სუპერლიგის მატჩში, რომელშიც “გალათასარაიმ” “გაზიათეფსფორს” 3:1 მოუგო, მასპინძელთა ფეხბურთელმა იასინ ოზტეკინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, პირველი გატანილი გოლის შემდგომ კი, პოლიციელებთან მივიდა და გოლიც მათ მიუძღვნა. ამით თურქმა ფეხბურთელმა სამართალდამცავ მუშაკებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მოგეხსენებათ, ორი დღის წინ, “ბეშიქთაშისა” და “ბურსასფორის” შეხვედრის დასრულების შემდეგ “ვოდაფონ არენას” მახლობლად აფეთქება მოხდა, რომელსაც 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 30 პოლიციელი იყო. როგორც ცნობილია, ტერაქტი სწორედ პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელდა და სწორედ ამიტომ ამოქმედდა ასაფეთქებელი ნივთირება თამაშის დასრულებიდან ორ საათში...

0.124708