ფეხბურთი

3:10 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: იბორამ ვიგოში გაილაღა

ლა ლიგის მე-15 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. დღის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “სელტა” “სევილიას” დაუხვდა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და გოლი არ გასულა. შესვენებაზე ხორხე სამპაოლიმ ნიკო პარეხას ნაცვლად, ვისენტე იბორა შეუშვა მინდორზე და სწორედ 28 წლის ნახევარმცველი გახდა ამ მატჩის გმირი. 51-ე წუთზე პაბლო სარაბიას მოწოდებული კუთხური იბორას ზუსტი თავურით დასრულდა. 84-ე წუთზე მან ვიტოლოს შესანიშნავი გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო 92-ე წუთზე პენალტი შეასრულა ზუსტად და ჰეთ-თრიკი გაიფორმა – 0:3. სათამაშო ამპლუიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ იბორამ ჰეთ-თრიკი კარიერაში პირველად შეასრულა.

“ესპანიოლმა” შინ “ხიხონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ანგარიში 54-ე წუთზე ფელიპე კაისედომ გახსნა, 90-ე წუთზე ლეო ბაპტიშტაომ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო 92-ე წუთზე დუჟე ჩოპმა პრესტიჟის გოლი გაიტანა – 2:1. “ესპანიოლს” ლა ლიგაში 9 მატჩია არ წაუგია.

“ბეტისმა” საკუთარ მოედანზე “ბილბაო” რუბენ კასტროს გოლით დაამარცხა, ხოლო “ეიბარის” და “ალავესის” დაპირისპირება უგოლო ფრედ დასრულდა.

ეიბარი – ალავესი 0:0

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-3-3): იოელი, გალვესი, ლეიუნი, არბილია (კაპა 74), ლუნა, ესკალანტე (ადრიანი 69), დ.გარსია, პენია, ინუი (ნანო 83), პ.ლეონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ალავესი (5-3-2): პაჩეკო, ლაგუარდია, ალექსისი, ფედალი, ტ.ერნანდესი, კიკო, კამარასა (იბაი 87), მ.გარსია, მ.ლორენტე, სანტოსი (დეივერსონი 68), ტოკერი (მენდეში 74).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გაფრთხილებები: ესკალანტე – კიკო
მსაჯი: დანიელ ხესუს ტრახილიო

სელტა – სევილია 0:3 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ბლანკო, კაბრალი, ს.გომესი, რონკალია, ხონი, მ.დიასი, ვასი (ბონგონდა 74), სისტო (გუიდეტი 67), პ.ერნანდესი, ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

სევილია (4-1-4-1): ს.რიკო, პარეხა (იბორა 46), რამი, მარიანო, მერკადო, ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი (კოლოძიეჩაკი 76), ნასრი, სარაბია, ვიტოლო, ბენ იედერი (ხ.კორეა 81).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: იბორა (51; 84; 92)
გაფრთხილებები: ასპასი, პ.ერნანდესი, გუიდეტი – მარიანო, ფ.ვაზკესი, ვიტოლო
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ესპანიოლი – ხიხონი 2:1 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-3-3): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, კარისოლი, ვ.სანჩესი, ფუეგო, ხურადო, ჰ.პერესი (ა.ვაზკესი 20), ხ.მორენო, ბაპტიშტაო, კაისედო (როკა 80).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ხიხონი (5-4-1): კუელარი, მერე, ამორობიეტა, ბაბინი (ვიგუერა 67), დუგლასი, ი.ლოპესი, ს.ალვარესი, აიტ-ატმანე, კარმონა (ვ.როდრიგესი 77), მ.გომესი (ბურგუი 67), ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

გოლები: 1:0 კაისედო (54), 2:0 ბაპტიშტაო (90), 2:1 ჩოპი (92)
გაფრთხილებები: დიოპი – აიტ-ატმანე, ს.ალვარესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ბეტისი – ბილბაო 1:0 (1:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, მანდი, ხ.კარლოსი, პაცელა (ბ.გონსალესი 65), პიცინი (სეხუდო 63), დურმისი, დონკი, სებალიოსი, ხოაკინი, რ.კასტრო (მარტინი 71), სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე (ლეკუე 46), ი.ალვარესი, ბოვედა, ბალენსიაგა, სან ხოსე (ვესგა 46), ბენიატი, რ.გარსია, უილიამსი, მუნიაინი, ადურისი (ვილალიბრე 70).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: რ.კასტრო (18)
გაფრთხილებები: პიცინი, რ.კასტრო, სეხუდო – ლაპორტე, რ.გარსია
მსაჯი: მატეუ ლაოსი

თეგებილა ლიგა
0.280377