პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში თავი საგოლე პასით გამოიჩინა ვაკო ყაზიაშვილმა. ვარშავის "ლეგიამ" "პიასტს" გასვლაზე 5:1 მოუგო ქართველ ფეხბურთელს კი, სათამაშოდ 25 წუთი დაეთმო. საგოლე პასი 73-ე წუთზე რადოვიჩს გაუკეთა. სხვათა შორის, ვაკოსაც შეეძლო გატანა, მაგრამ ხარიხას მოარტყა ბურთი. პოლონურმა მედიამ ჩვენებურის თამაშს მაღალი შეფასება დაუწერა.
"ლეგიაში" ყაზაიშვილს რთული პერიოდი უდგას და იშვიათად ეძლევა თამაშის საშუალება. აქედან გამომიდნარე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ მატჩში ბოძებულ დროში თავი არ შეურცხვენია. "ლეგიას" 19 ტურში 32 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.